იცით ირიტეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ირიტეკის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა მედიკამენტმა, ირიტეკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ექიმი გვერდით ეფექტებს თქვენთან ერთად განიხილავს და აგიხსნით მკურნალობის რისკებს და სარგებელს. შემდოგმი გვერდითი მოვლენები: დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით. სიხშირესთან ერთად სიმწვავის მიხედვით.   ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) • გახანგრძლივებული მწვავე დიარეა (რომელიც იწყება ირიტეკის მიღებიდან 24 საათის შემდეგ) • სისხლის მხრივ დარღვევები: – ნეიტროპენია: (სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით და ინფექციების რისკის გაზრდით) – თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენა);  – ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით); • მონოთერაპიაში: ცხელება და ინფექციები • მონოთერაპიაში: მწვავე გულისრევა და ღებინება • კომბინირებულ თერაპიაში: ღვიძლის ენზიმების ან ბილირუბინის  ტრანზიტორული, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მომატება (ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზა).  • თმის ცვენა (თმა კვლავ იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ).   ხშირი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 100-იდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ პაციენტში): • კომბინირებულ თერაპიაში: ცხელება და ინფექციები.  • სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის (ნეიტროპენია) შემცირებასთან დაკავშირებული ინფექციები, რამაც გამოიწვია სიკვდილი 3 შემთხვევაში.  • ცხელება დაკავშირებული ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის მწვავე დაქვეითებასთან (ფებრილური ნეიტროპენია) • კომბინირებულ თერაპიაში: მწვავე გულისრევა და ღებინება.  • მწვავე ქოლინერგული სინდრომი, რომელიც ვითარდება ირიტეკის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში და შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად: – ადრეული დიარეა (რომელიც იწყება ირიტეკის მიღებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში) – მუცლის ტკივილი – თვალების სიწითლე, სიმშრალე, ქავილი ან ცრემლიანობა (კონიუნქტივიტი) – მხედველობის დარღვევები – გუგის შევიწროება – გაძლიერებული ნერწყვდენა – ცხვირიდან გამონადენი (რინიტი) – ჰიპოტენზია (სისხლის დაბალი წნევა) – სისხლძარღვების გაფართოება – ოფლიანობა და წვა – ზოგადი დისკომფორტი და თვითგრძნობის გაუარესება – თავბრუსხვევა • წყლის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), ხშირად დაკავშირებული დიარეასთან და/ან ღებინებასთან • ყაბზობა • სისუსტე (ასთენია) • მონოთერაპიაში: სისხლში ღვიძლის ენზიმების (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) და ბილირუბინის ტრანზიტორული და მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მომატება.  • სისხლში კრეატინინის დონის მსუბუქი ან საშუალო მომატება (რაც შეიძლება თირკმლის პრობლემებზე მიუთითებდეს) • კომბინირებულ თერაპიაში: სისხლში ბილირუბინის დონის მწვავე ტრანზიტორული მომატება (3 ხარისხი).   ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-ზე ნაკლებ პაციენტში): • მსუბუქი ალერგიული რეაქციები, კანის სიწითლის, გამონაყარის, ურტიკარიის, კონიუნქტივიტის, რინიტის ჩათვლით.  • კანის მსუბუქი რეაქციები.  • მსუბუქი რეაქციები ინექციის ადგილზე • სუნთქვის გაძნელება • ფილტვის დაავადებები (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება), რომლებიც გამოვლინდება გულის უკმარისობით, მშრალი ხველით და ხმაურიანი სუნთქვით.  • ნაწლავის პარციალური ან სრული ბლოკი (ნაწლავის ობსტრუქცია, გაუვალობა) • ფსევდომემბრანული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება დაკავშირებული  ნაწლავის ბაქტერიული ფლორის დარღვევასთან, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს და დიარეას) • გასტრო-ინტესტინური სისხლდენა • თირკმლის უკმარისობა, სისხლის დაბალი წნევა ან კარდიო-ცირკულატორული უკმარისობა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ  დიარეასთან და/ან ღებინებასთან დაკავშირებული დეჰიდრატაცია ან სეფსისი.   იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 10,000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-ზე ნაკლებ პაციენტში): • მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური შოკი), ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის სიძნელეები.  • ჰიპერტენზია (სისხლის მომატებული წნევა) გამოყენების დროს ან მის შემდეგ.  • მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს (კოლიტი ტიფლიტის, იშემიური და წყლულოვანი კოლიტის ჩათვლით) • ნაწლავის პერფორაცია • ანორექსია (მადის ნაკლებობა) • მუცლის ტკივილი • მუკოზიტი (ლორწოვანი გარსის, მაგ. პირის ღრუს ლორწოვანის ანთება) • პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება) • სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონის დაქვეითება, ძირითადად დაკავშირებული დიარეასთან და ღებინებასთან.  • კუნთების შეკუმშვები და კრამპები.  • პარესთეზია (დაბუჟება)  ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 10.000-იდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): • მეტყველების ტრანზიტორული დარღვევები • ზოგიერთი მომნელებელი ენზიმის დონის მომატება, რომელიც შლის შაქრებს (ამილაზა) და ცხიმებს (ლიპაზა) • აღწერილია პერიფერიული თრომბოციტოპენიის ერთი შემთხვევა ანტითრომბოციტური ანტისხეულებით, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმის ბუნებრივ დამცავს.  თუ დარწმუნებული არ ხართ იმაში თუ რა არის გვერდითი მოვლენები: , ექიმს უნდა თხოვოთ უფრო დეტალურად აგიხსნათ.   ზოგიერთი გვერდითი ეფექტის მკურნალობა საჭიროა დაუყოვნებლივ. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი ინსტრუქციები და დაიცავით ისინი თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მოცემული ეფექტები.   დიარეა თუ გაქვთ დაირეა მნიშვნელოვანია ამ ინსტრუქციების დაცვა. • თუ აღგენიშნებათ ნაადრევი დიარეა, რომელიც იწყება ინფუზიიდან 24 საათის განმავლობაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს სათანადო მკურნალობის მისაღებად. არ გამოიყენოთ დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ექიმმა მოგცათ “დაგვიანებული დიარეის” სამკურნალოდ.  • თუ აღგენიშნებათ დაგვიანებული დიარეა, რომელიც იწყება ინფუზიიდან 24 საათის შემდეგ ეს შეიძლება სერიოზული იყოს. ჩვეულებრივ აღინიშნება მიღებიდან 5 დღის შემდეგ. პირველი თხევადი განავლის შენიშვნიდან დაუყოვნებლივ მიიღეთ ექიმის მიერ მოცემული ანტიდიარეული საშუალებები ზუსტად იმ წესით, როგორც მან გირჩიათ. თუ დარწმუნებული არ ხართ ეს რა არის, მიმართეთ ექიმს.  რეკომენდებული ანტიდიარეული საშუალებაა ლოპერამიდი (4მგ პირველ მიღებაზე და შემდეგ 2მგ 2 საათში ერთხელ, აგრეთვე ღამის განმავლობაშიც). ეს უნდა გაგრძელდეს თხევადი განავლის ბოლოს დაფიქსირებიდან მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ლოპირამიდის რეკომენდებული დოზის გამოყენება არ უნდა მოხდეს 48 საათზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. აგრეთვე დაუყოვნებლივ უნდა დალიოთ რეჰიდრატაციისთვის სითხეები (მაგ. წყალი, სოდიანი წყალი, გაზიანის სასმელები, წვნიანი არ ორალური რეჰიდრატაციული თერაპია).  თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს • თუ გაქვთ გულისრევა, ღებინება ან დიარეა • თუ გაქვთ ცხელება და დიარეა • თუ დიარეა კვლა აღგენიშნებათ დიარეის მკურნალობიდან 48 საათის შემდეგ.   დიარეის სამკურნალოდ არ მიიღოთ სხვა მკურნალობა გარდა ექიმის მიერ მოცემული პრეპარატების და ზემოაღწერილი სითხეებისა. დიარეის საწინააღმდეგო მკურნალობა არ უნდა გამოიყენონ პრევენციისთვის, იმის მიუხედავად თუ წინა ციკლის დროს აღგენიშნებოდათ დაგვიანებული დიარეა.   ცხელება. თუ სიცხე გაქვთ, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეიტროპენიასთან, სისხლის უჯრედების მცირე რაოდენობით გამოწვეულ ინფექციასთან (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციებთან ბრძოლაში).  ნეიტროპენია ხშირად აღინიშნება ირიტეკით მკურნალობის დროს და შექცევადია.  თუ სხეულის ტემპერატურა იმატებს 38°ჩ-ზე მეტად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობისთვის. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის რეგულარული ანალიზები თეთრი უჯრედების მონიტორინგისთვის.   გულისრევა და ღებინება თუ აღგენიშნებათ გულისრევა და/ან ღებინება დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.   სუნთქვის გაძნელება თუ აღგენიშნებათ სუნთქვის გაძნელება დაუყოვნებვლივ მიმართეთ ექიმს.   მწვავე ქოლინერგული სინდრომი ირიტეკის მიღებისას (30-90 წუთი) და გამოყენებიდან მოკლე დროში შეიძლება აღგენიშნებოდეთ შემდეგი სიმპტომები: – ადრეული დიარეა – ოფლიანობა – მუცლის ტკივილი – ცრემლდენა – მხედველობის დარღვევები – გაძლიერებული ნერწყვდენა  ამ სიმპტომებს აღწერს სამედიცინო ტერმინი მწვავე ქოლინერგული სინდრომი, რომლის მკურნალობაც შეიძლება (ატროპინით). თუ აღგენიშნებათ რომელიმე სიმპტომი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას.  სხვა გვერდითი მოვლენები: ექიმს უნდა მიმართოთ თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი: • მწვავე ალერგიული რეაქციები;  • სისხლჩაქცევა და/ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება); • სისუსტე, რომელიც შეიძლება იყოს ანემიის სიპტომი;  • კანის და/ან თვალების სკლერების ყვითელი შეფერილობა, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანებული ფუნქციის ნიშანი.  • დეჰიდრატაციამ, დიარეის და ღებინების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, სისხლის დაბალი წნევა ან ცირკულაციის პრობლემები;   თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, რაც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter