იცით იტრაციმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იტრაციმის გვერდითი მოვლენებია: იტრაციმის  მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები: იტრაციმის მიღებისას შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გევრდითი ეფექტები: ზოგადი: თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, მონელების დარღვევა, მეტეორიზმი კანის გამონაყარი.  არაზოგადი: ზემგრძნობელობის რეაქციები, თავბრუსხვევა, ჩხვლეტები, ღებინება, შეკრულობა, გემოვნების დარღვევა, ღვიძლის ფერმენტების მომატება. ბილირუბინემია (სიმპტომები: გამოფიტვა, ქავილი, სიყვითლე),, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, გამონაყარი კანზე და შეშუპება.  იშვიათი; სისხლის ანალიზის ცვლილება, მგრძნობელობის დაქვეითება, მხედველობითი დარღვევები, შუილი ყურებში, სუნთქვის შენელება, პანკრეასის ანთება, შარდვის დისკომფორტი, პოლაკიურია ცარიელი სარდის ბუშტით, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან გახანგრძლივება და ცხელება.  კერძო შემთხვევებში აღწერილია მტკივნეული კანქვეშა, კანისა და ლორწოვანის შემსივნებები, რომლებიც გრძელდებიან რამდენიმე დღე,ლიმფური კვანძების შესიება, კალიუმის შემცირება და ლიპიდების მომატება სისხლში, პერიფერიული ნეიროპათია (კიდურების გაბუჟება, ჩხვლეტები და წვის შეგრძნება), მხედველობის დაბინდვა ანდ გაორება, თმის დროებითი ან მუდმივი ცვენა, გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, სიყვითლე, ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის მწვავე ტოქსიკოზი (ღვიძლის უკმარისობისა და ფატალური შედეგის ჩათვლით), ზემგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ,  სერიოზული კანის რეაქციები, ასევე კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, უნებლიე შარდვა და ერექტილური დისფუნქცია.  იტრაციმზე ზემგრძნობელობა ძირითადად გამოვლინდება როგორც გამონაყარი კანზე (შეწითლება, ქავილი, ჭინჭრის ციება) სუნთქვის შენელება, სუნთქვის გაძნელება და/ან სახის შეშუპება.  მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ შეამჩნევთ სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, ზემგრძნობელობას მზის შუქზე, ჩხვლეტებს კიდურებში და სერიოზულ კანის რეაქციებს. უკანასკნელი მოიცავს განსაკუთრებით კანისა ან ლორწოვანი გარსების ბუშტუკებს (მაგ. პირში, თვალზე და გენიტალიებძე), მცირე ჩირქოვან ან დიდი ზომის ბუშტუკებს, რომლებიც მთავრდებიან კანის აქერცვლით. Aმ შემთხვევებში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.  მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ შეამჩნებთ სუნთვის პრობლემებს (სუნთქვის შენელებას), თუ მოულოდნელად იმატებს წონაში, გიშუპდებათ ფეხები, გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას, ან მოულოდნელად და უეცრად იღვიძებთ ღამ-ღამობით, რადგან ესენი შეიძლება იყოს გულის უკმარისობის პირველი ნიშნები.  ღვიძლის ფუნქციების დარღვევამ, თუმცა ძალზე იშვიათად, შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: მადის დაქვეითება, გულისრევა, პირღებინება, მოულოდნელი ძლიერი დაღლილობა, მუცლის ტკივილი, სიყვითლე, მუქი შარდი, განავლის გაფერმკრთალება. ამ შემთხვევებში თქვენ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს, რადგან ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ შედეგებამდე.  მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ მხედველობის დარღვევებს (დაბინდვა ან გაორება) ან ყურებში შუილს, ან შარდვაზე კონტროლის დაკარგვას (შარდვის შეუკავებლობა) ან გახშირებულ შარდვას.  თუ გაქვთ თმის ცვენა არ მიიღოთ იტრაციმი და მიმართეთ ექიმს   თუ თქვენ გაგიჩნდებათ ნებისმიერი სხვა ნიშნები ან დაავადება, რომელიც შეიძლება დაგავშირებული იყოს იტრაციმის მიღებასთან, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან  ფარმაცევტს დაუყოვნებლივ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter