იცით კადუეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კადუეტის გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად კადუეტის შემოგარსული ტაბლეტებიც იწვევს გვერდითი ეფექტის განვითარებას, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში. რომელიმე ქვემოთ გათვალისწინებული გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კადუეტის მიღება და მიმართეთ ექიმს:. • სახის, ენის და ტრაქეას შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;. • გაურკვეველი წარმოშობის კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა და ტკივილი შეუძლოდ ყოფნის და მაღალი სიცხის ფონზე (ამ გვერდითი მოვლენების ერთდროული გამოვლენა ძალიან იშვიათად იწვევს მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ, ე. წ. რაბდომიოლიზის განვითარებას).. ხშირი გვერდითი მოვლენები (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 ნამკურნალებ პაციენტში):. • ალერგიული რეაქციები;. • თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა;. • არარეგულარული პულსი, სიწითლე;. • ცხვირის არხების ანთება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა;. • გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, საჭმლის მონელების პრობლემები, უჩვეულო დეფეკაცია (დიარეა, შეკრულობა და მომატებული მეტეორიზმი);. • კუნთების და სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმი და კუნთების შეკუმშვა, ზურგის ტკივილი, მკლავის, ხელის, ფეხის, სახსრების ან ფეხის ტერფის შეშუპება;. • სისხლში გლუკოზის დონის ზრდა (თუ გაქვთ დიაბეტი, რეგულარულად შეამოწმეთ სისხლში გლუკოზის შემცველობის დონე), იზრდება სისხლში კრეატინინ-კინაზების დონე, სისხლის ანალიზის შედეგებით დგინდება ღვიძლის პათოლოგია.. არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 100 ნამკურნალებ პაციენტში):. • ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);. • სურდო, ანორექსია, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (თუ ხართ დიაბეტით დაავადებული, გააგრძელეთ გლუკოზის დონის რეგულარული შემოწმება), წონაში მომატება ან დაკლება;. • უძილობა, ღამის კოშმარები, განწყობის ცვალებადობა (შფოთვის ჩათვლით), დეპრესია, კანკალი, ხელების და ფეხების სენსორული ნერვების დაზიანება (დაქვეითებული მგრძნობელობა), მეხსიერების დაკარგვა;. • მხედველობის დარღვევები (მათ შორის, ორმაგი ხედვა), ბუნდოვანი ხედვა; ხმაური/შუილი ყურებში;. • გულის რითმის დარღვევები, ქოშინი, გულის წასვლა, ჭარბი ოფლიანობა, დაბალი არტერიული წნევა;. • პირის სიმშრალე, გემოვნების დარღვევა, პირღებინება, ბოყინი;. • თმის ცვენა, დალურჯებული ადგილები ან წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე, კანის გაუფერულება, დაქვეითებული რეაქცია შეხებასა და ტკივილზე, შეშუპება ან ხელის და ფეხის თითების ჩხვლეტა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება ან ქავილი;. • შარდვის პრობლემები (მათ შორის, უხვი შარდვა ღამით და შარდვის სიხშირის მომატება);. • იმპოტენცია, მამაკაცის მკერდის გადიდება;. • შეუძლოდ ყოფნა, კუნთების დაღლილობა, პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს კუჭის ტკივილს (პანკრეატიტი),კისრის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში;. • ანალიზით დადგენილი ლეიკოციტების არსებობა შარდში.. იშვიათი გვერდითი მოვლენები (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტში):. • მხედველობის პრობლემები;. • მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები;. • კუნთების მწვავე ანთება, ძალიან ძლიერი კუნთების ტკივილი ან კუნთების კრუნჩხვა, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს რაბდომიოლიზს (კუნთების უჯრედების დაშლა);. • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;. • ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები (კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება);. • კანის მწვავე ალერგიული რეაქციები, კანის სიწითლე, ვეზიკულური (ბუშტოვანი) გამონაყარი კანზე, კანის აქერცვლა, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელ სხეულზე და იწყება გრიპის სიმპტომებით მაღალი სიცხის ფონზე;. • შეშუპება კანის ღრმა ფენებში (ტუჩების, თვალის ქუთუთოების და ენის შეშუპების ჩათვლით);. • ჩონჩხის კუნთების ანთება ან შეშუპება, ვეზიკულური გამონაყარი, კანის გარკვეული უბნების უეცარი, ძლიერი შეშუპება;. • ტენდინიტი, მყესების დაზიანება;. • შფოთვა.. ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 10 000 ნამკურნალებ პაციენტში):. • ალერგიული რეაქცია – შესაძლო სიმპტომები: უეცარი ქოშინი და ტკივილი ან მოჭერა გულ-მკერდის არეში, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ქოშინი, გულის წასვლა;. • კაცებში და ქალებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია);. • ლეიკოციტების დაბალი დონე სისხლში;. • კუნთების გამკვრივება ან დაჭიმულობა;. • გულისცემის არითმია, გულის შეტევა, წვრილ სისხლძარღვთა ანთება, ტკივილი კუჭის არეში (გასტრიტი);. • ღრძილების მომატებული ზრდა, ხველა;. • სმენის დაქვეითება, ღვიძლის უკმარისობა;. • ფოტოსენსიბილიზაცია (კანის მგრძნობიარობა სინათლის მიმართ).. სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:. • სექსუალური ფუნქციის მოშლა;. • დეპრესია;. • სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა: ხანგრძლივი ხველა და/ან ქოშინი ან სიცხე; • დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს რიგიდულობა, კანკალი და/ან მოძრაობის დისფუნქცია.. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ანოტაციაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter