იცით კალიმინი 60 H-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალიმინი 60 H გვერდითი მოვლენებია: რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს კალინინ 60 H მიიღებისას? იმ სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომელთა მოქმედი ნივთიერება არის პირიდოსტიგმინ ბრომიდი (მაგ. კალინინ 60 H) პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ოფლიანობა, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა და ცრემლდენა, ბრონქული ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეცია, გულისრევა, ღებინება, ფაღართი, შეტევისმაგვარი ტკივილი მუცელში, რაც დაკავშირებულია ნაწლავების პერესტალტიკის გაძლიერებასთან, კუნთების ტრემორი, გახშირებული შარდვა, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე და ახლო აკომოდაციის დარღვევა. პრეპარატის შედაებით მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა შესაძლოა გულისცემის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია), ასევე არტერიული წნევის არასასურველი დაქვეითება (ჰიპოტონია). ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჩნდება კანზე გამონაყარი. თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. რა ზომები უნდა მიიღოთ გვერდითი მოვლენების არსებობისას? ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოწვეული იყოს დოზის გადაჭარბებით, ან ქოლინერგული კრიზით (იხ. ასევე კალიმინის 60 H დიდი რაოდენობით მიღება). დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ. ექიმის ამოცანას წარმოადგენს ამ გამოვლინებების მიზეზეს გარკვევა. წარმოქმნილი გვერდითი მოვლენების აღმოსაფხვრელად ექიმს შეუძლია შეგიყვანოთ კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში ნელა ატროპინის სულფატი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter