იცით კალიუმის იოდიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალიუმის იოდიდის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისას პირებში იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობით გვერდითი მოვლენების განვითარება აღინიშნება იშვიათად. ფარისებრ ჯირკვალში დიდი უბნების არსებობის შემთხვევაში, სადაც აღინიშნება ჰორმონების უკონტროლო შიდასეკრეცია, პრეპარატის დოზირებისას 150 მკგ, შესაძლებელია განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში მოზრდილებში ჩიყვის სამკურნალოდ (დოზირება 300 მკგ-დან 1000 მკგ-მდე) ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. ამას შეიძლება წინ უძღვოდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონოაქტიური სიმსივნე ან სიმსივნე, ჰიპერთირეოზის ნიშნების გარეშე. ამის საშიშროება აღინიშნება მოხუცებულ პაციენტებში ხანგრძლივად არსებული ჩიყვით. იშვიათად აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები. ასევე იშვიათად, იოდისმიერი ცხელება, აკნე და სანერწყვე ჯირკვლის შეშუპება. შესაძლებელია კალიუმის კონცენტრაციის მომატება სისხლში, კერძოდ, თირკმელების ფუნქციის შეზღუდვისას და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter