იცით კალცი დე-დენკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალცი დე-დენკის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად კალციდ-დენკმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ჩასასმელია ცხრილი. გვერდითი რეაქციები: დიკლოდ-დენკის მიღების შემდეგ იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა, აირების დაგროვება, გულისრევა, მუცლის ტკივილი და ფაღარათი. აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია ქავილის, ჭინჭრის ციების და გამონაყარის განვითარება. კალციდ-დენკის მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში იზრდება კალციუმის გამოყოფა შარდში, რაც შესაბამისად ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას. კალციუმის მარილები ამცირებს ფოსფატის აბსორბციას ძნელად ხსნადი მარილების წარმოქმნის გზით. დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოვლინდეს შრატის კალციუმის (ჰიპერკალცემია) და შარდის კალციუმის (ჰიპერკალციურია) დონის მომატება. მძიმე ხარისხის და მუდმივ ჰიპერკალცემიას შეიძლება ჰქონდეს როგორც მწვავე (არითმია, გულისრევა, რებინება, ფიზიოლოგიური სიმპტომები, გონების დაბინდვა) ასევე ქრონიკული შედეგები (მომატებული ურესთეზია, გაძლიერებული წყურვილი, მადის დაქვეითება, წონის დაკლება, თირკმლის კენჭები, თირკმლის კალციფიკაცია, რბილი ქსოვილების კალციფიკაცია). აგრეთვე გამოვლინდა სიკვდილიანობის ცალკეული შემთხვევები (აგრეთვე იხ. დოზის გადაჭარბება და გამოყენების სხვა შეცდომები). აგრეთვე ვლინდება რეაქციები სოიოს მიმართ, თუმცა ისინი ძალიან იშვიათია. გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მისაღები ზომები: იხ. ნაწილი დოზის გადაჭარბება (განზრაზული ან განუზრახველი).  თუ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა გაუარესდება ან გამოვლინდება ისეთი რეაქცია, რაც არ არის აღწერილი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter