იცით კამპტოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კამპტო გვერდითი მოვლენებია: სისხლის მიმოქცევის ორგანოების მხრივ: შექცევადი ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ღებინება, გულისრევა, იშვიათად – სტომატიტი, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი. ქოლინერგული სინდრომი: ადრეული დიარეა, ტკივილი მუცელში, კონიუნქტივიტი, რინიტი, არტერიული წნევის დაქვეითება, ოფლიანობა, შემცივნება, თავბრუსხვევა, აკომოდაციის სპაზმი, ცრემლდენა, ჰიპერსალივაცია (შეყვანისას ან შეყვანიდან პირველი 24 საათის მანძილზე). სხვა: ქოშინი, კუნთების უნებლიე კუმშვა, კრუნჩხვა, პარესთზია, ასთენია, ალოპეცია, ცხელება (ინფექციისა და მძიმე ნეიტროპენიის გარეშე). ადგილობრივი რეაქციები: რეაქცია შეყვანის ადგილზე. თხიერი განავლის გაჩენისთანავე ინიშნება დიდი რაოდენობით ელექტროლიტების შემცველი სითხის მიღება. ანტიდიარეული მკურნალობა ლოპერამიდით – 2 მგ ყოველ 2 საათში და უკანასკნელი თხიერი განავლიდან 12 სთ–ის მანძილზე. მაგრამ არა უმეტეს 48 საათისა. მძიმე დიარეის განვითარებისას (თხიერი განავლის 6 ეპიზოდზე მეტი დღეში, ნაწლავის კოლიკა, ტენეზმები ღებინებასთან ერთად, ცხელება) მკურნალობა წარმოებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. დიარეისას (6 ეპიზოდზე ნაკლები თხიერი განავალი დღეში) პროფილაქტიკის მიზნით ნიშნავენ ფართო სპექტრის პერორალურ ანტიბიოტიკებს. მწვავე ქოლინერგული სინდრომის განვითარებისას კანქვეშ შეყავთ 0.25მგ ატროპინის სულფატი. ანამნეზში ქოლინერგული სინდრომის არსებობისას რეკომენდებულია საპროფილაქტიკოდ ატროპინის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter