იცით კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25-ის გვერდითი მოვლენებია: კარდიოვასკულარული სისტემა: შემთხვევით, განსაკუთრებით თერაპიის დაწყებისას, ისევე როგორც დეჰიდრატაციის შემთხვევებში (მაგ: ღებინება, ფაღარათი, შარდმდენებით მკურნალობა) გულის უკმარისობის ისტორიის მქონე, ასევე თირკმლისმიერ ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში კაპტო-ჰქთ-დენკ 50/25 დოზის მომატების შემთხვევაში მოსალოდნელია ჭარბი ჰიპოტენზიური ეფექტი (ორთოსტაზი), რომელსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დარღევევა, იშვიათად აღინიშნება გონების დაკარგვა (სინკოპე). ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას ხშირია ჰიპოკალემიით გამოწვეული ეკგ ცვლილებები და არითმიები. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა ძლიერ ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: ტაქიკარდია, გულის ფრიალი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სტენოკარდია, გულის ინფარქტი, გარდამავალი იშემიური შეტევა, ცერებრალური აპოპლექსია.  თირკმელი: თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან დარღვევა იშვიათია, მაგრამ ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა. იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა პროტეინურია, რაც ზოგჯერ თან ახლდა თირკმლის ფუნქციის დარღვევას. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას გამოვლინდა აბაქტერიული ინტერსტიციული ნეფრიტის ინდივიდუალური შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარობის განვითარებით. სასუნთქი სისტემა: მშრალი გამაღიზიანებელი ხველა და ბრონქიტი ხშირია. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გაძნელებული სუნთქვა, სინუსიტი და რინიტი. ასევე შეიძლება იყოს ბრონქიტის, გლოსიტის, პირის სიმშრალის და წყურვილის ერთეული შემთხვევები. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა კაპტოპრილთან დაკავშირებული ალერგიული ალვეოლიტი (ეოზინოფილური პნევმონია). ინდივიდუალურ შემთხვევებში, ასევე უეცრად განვითარდა ფილტვის შეშუპება, რასაც თან ახლდა შოკის სიმპტომები. Fიქრობენ, რომ ეს იყო ალერგიული რეაქცია ჰიდროქოროთიაზიდზე.  ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა აგფ ინჰიბიტორების შემცველი წამლებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც მოიცავდა ხახას, ხორხს და/ან ენას. კუჭ-ნაწლავის სისტემა/ღვიძლი: გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ნაწილის მხრივ ჩივილები და მონელების გაძნელება იშვიათია. ასევე იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, მადის დაქვეითება, პანკრეატიტი და განსაკუთრებით ქოლეცისტიტი, თუ პაციენტს უკვე გააჩნია ქოლელითიაზი. იშვიათ შემთხვევაში პაციენტებში, ვინც იტარებდა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიას, გამოვლინდა სინდრომი, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით ღვიძლის ნეკროზამდე (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით). Mმისი კავშირი მედიკამენტის მიღებასთან უცნობია. ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციის, ღვიძლის ანთების და ნაწლავის ობსტრუქციის (ნაწილობრივი და სრული გაუვალობის) შემთხვევები. კანი და სისხლძარღვები: კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ეგზანთემა, იშვიათია. იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ურტიკარია, ქავილი, ისევე როგორც ტუჩების, სახის და/ან კიდურების ანგიონევროზული შეშუპება. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა: მულტიფორმული ერითემა და პემფიგოიდური რეაქციები, წითელი მგლურა (ჰიდროქლოროთიაზიდის გამო). ზემოთ ჩამოთვლილ ცვლილებებთან შეიძლება დაკავშირებული იყოს: სიცხე, მიალგია, ართრალგია, ვასკულიტი, ეოზინოფილია, ლეიკოციტოზი და/ან მომატებული ANA-ს ტიტრი, ან მომატებული ედსი. იშვიათად, ჰიდროქლოროთიაზიდის მაღალი დოზებით მიღებისას სითხის დაკარგვის შედეგად შეიძლება განვითარდეს თრომბოზი და ემბოლია. განსაკუთრებით შეიძლება განუვითარდეთ ხანდაზმულებს და მათ, ვისაც აწუხებს ვენური სისტემის დაავადებები. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ცრემლდენის დაქვეითება. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა ფსორიაზისმაგვარი კანის ცვლილებები, ფოტოსენსიტიურობა, წამოწითლება, ოფლიანობა, ალოპეცია, ონიქოლიზისი, გინეკომასტია და რეინოს სინდრომის გაუარესება. ნერვული სისტემა: წყლის და ელექტროლიტების დისბალანსით გამოწვეული თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა, სისუსტე, აპათია იშვიათია. ასევე იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეპრესია, თავბრუსხვევა, უძილობა, იმპოტენცია, პარესთეზია, ბალანსის დარღვევა, გონების დაბინდვა, ხასიათის ცვლილებები, ხმაური ყურებში, მხედველობის დაბინდვა, გემოვნების შეგრძნების გარდამავალი დაქვეითება. ძვალ-სახსროვანი სისტემა: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს კუნთების სპაზმი, ჩონჩხის კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი და ჰიპოკალემიით გამოწვეული პარეზი. ლაბორატორიულ-სადიაგნოსტიკო პარამეტრები: ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება არ არის ხშირი. იშვიათად, განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის, კოლაგენოზით გამოწვეული ვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში ან მათ, ვინც იტარებს ალოპურინოლის, პროკაინამიდის, ან ზოგიერთი იმუნოსუპრესიული წამლების თანმხლებ თერაპიას, შეიძლება გამოვლინდეს ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია და ინდივიდუალურ შემთხვევებში – აგრანულოციტოზი და პანციტოპენია. ასევე ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა G-6, PDH – ის დეფიციტთან დაკავშირებული ჰემოლიზი/ჰემოლიზური ანემია. თუმცა მისი კავშირი აგფ ინჰიბიტორებთან არ არის დამტკიცებული. იშვიათად, ჰიდროქლოროთიაზიდის კომპონენტს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალცემია, გლუკოზურია და მეტაბოლური ალკალოზი. შრატში დაფიქსირდა შაქრის, ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების, შარდოვანას და ამილაზის მაჩვენებლების მომატება. იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების შრატში შარდოვანას, კრეატინინის და კალიუმის მაჩვენებლები იზრდება, ხოლო ნატრიუმის კონცენტრაცია მცირდება. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შრატის კალიუმის კონცენტრაცია იზრდება, ასევე შეიძლება მოიმატოს შარდში ცილების ექსკრეციამ. ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გაიზარდოს ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაცია. შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი სისხლის ტესტები რეგულარულად უნდა გადამოწმდეს თერაპიამდე და მკურნალობის დროს. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა წამლის გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter