იცით კარბიდოპა/ლევოდოპა USPს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარბიდოპა/ლევოდოპა USP-ის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: დისკინეზია, კეროვანი დისტონია, ძილიანობა, სედაცია, ნერვული დაძაბულობა, თავბრუსხვევა, აგზნება, მოუსვენრობა, კრუნჩხვა, ღამის კოშმარები, უძილობა, ჰალუცინაციები, დეპრესია, პარანოიდალური მდგომარეობა, მომატებული ლიბიდო, ეიფორია, დემენცია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები. გულ-სისხლძართვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, არითმია, ტაქიკარდია. მხედველობის ორგანოების მხრივ: ბლეფაროსპაზმი, მიდრიაზი, დიპლოპია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზომიერი ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: გლუტამატოქსალატტრანსამინაზას, გლუტამატპირუვატოქსალაზას, შარდოვანას აზოტის, ბილირუბინის, ცილასთან ბმული იოდის დონის ცვლილება, ასევე კუმბსის რეაქციის შედეგების ცვლილება. გვერდითი მოვლენების გაქრობა შესაძლოა დოზის დროებითი შემცირებით მკურნალობის შეწყვეტის გარეშე. თუ ასეთი მოვლენები არ ქრება, მკურნალობას წყვეტენ თანდათანობით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter