იცით კარბოზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარბოზინის გვერდითი მოვლენებია: ძვლის ტვინი: ძვლის ტვინის დათრგუნვა, უპირატესად თრომბოციტოპენიის, და ნაკლებად ლეიკოპენიის სახით, არის კარბოპლატინის ძირითადი დოზით-შეზღუდული ტოქსიკურობა. ჩვეულებრივ, ეს მოვლენა შექცევადი ად არა-კუმულაციურია. თრომბოციტების მინიმალური დონე ხშირად აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, რომელიც 5 კვირის განმავლობაში აღდგენა. ლეიკოპენია მაქსიმუმს აღწევს 3-4 კვირის შემდეგ. აღდგენა, უფრო ნელია, თუმცა აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 5-6 კვირის შემდეგ. ხშირად აღინიშნება მსუბუქი ანემია.  ძვლის ტვინის დათრგუნვა შეიძლება უფრო მძიმე იყოს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებში ძვლის ტვინის არასაკმარისი ეზერვითა და პაციენტებში სუსტი აქტივობის სტატუსით. გასტროინტესტინალური მოვლენები: ხშირად აღინიშნება გულისრევა და ღებინება, რომელიც მძიმეა შემთხვევათა 20%-ში. გულისრევა და ღებინება ხშირად ქრება მკურნალობის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში. ნეფროტოქსიკურობა: ზოგადად, ნეფროტოქსიკურობა არ არის დოზა-შეზღუდული კარბოპლატინით მკურნალ პაციენტებში. პაციენტების დაახლოებით 16%-ში (13-20%) შეიძლება გაიზარდოს სისხლის კრეატინინისა და შარდოვანას დონეები.  თირკმლის ფუნქციის პროგრესული დარღვევა, რომელსაც ვადგენდ კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლით <60 მლ/წთ, შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტების 25%-ში (19.31%). ნეფროტოქსიკურობის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, რომელიც კარბოპლატინით მკურნალობის დაწყებამდე დგინდება.  ჯერ უცნობია, შეიძლება თუ არა ნეფროტოქსიკური ეფექტის პრევენცია სათანადო ჰიდრატაციით, თუმცა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეჩერება შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის პროგრესული დარღვევის შემთხვევაში.  შრატში ელეტქროლიტების (მაგნიუმი, კალიუმი და ზოგჯერ კალციუმი) დონის შემცირება შეიძლება აღინიშნებოდეს კარბოპლატინით მკურნალ პაციენტებში, თუმცა კლინიკური შედეგების გარეშე. ნერვული სისტემა: პაციენტების დაახლოებით 5%-ში შეიძლება განვითარდეს პერიფერული ნეიროპათია პარესთეზიების სახით. სიხშირე და სიმძიმე შეიძლება უფრო მაღალი იყოს პაციენტებში, რომლებიც ადრე ცისპლატინით მკურნალობდნენ.  ოტოტოქსიკურობა: კარბოპლატინით მკურნალი პაციენტების 15%-ში (6-35%) აღინიშნებოდა აუდიოგრამით გამოვლენილი, კლინიკურად უმნიშვნელო სმენის დაქვეითება მაღალი სიხშირის ტალღებში (4000-8000 Hz). პაციენტების 1%-ში (0.5-2.3%) აღინიშნებოდა ოტოტოქსიკურობის კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომები, უფრო ხშირად ხმაური ყურებში. პაციენტებში, ცისპლატინით ადრე ჩატარებული მკურნალობით გამოწვეული სმენის დაქვეითება კარბოპლატინით მკურნალობისას შეიძლება გაგრძელდეს ან განიცადოს პროგრესი.  ალერგიული რეაქციები: კარბოპლატინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტების დაახლოებით 2%-ში, ხშირად კანის რეაქციების სახით, როგორებიცაა ერითემა, ჭინჭრის ციება და ქავილი.  სხვადასხვა: აღინიშნება ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვეული შედეგები (ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, SGOT/SGPT). ეს დარღვევა ხშირად მძიმე არ არის. აღინიშნება ალოპეციისა და მუკოზიტის შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter