იცით კარბოპლატინი-ებევეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარბოპლატინი-ებევეს გვერდითი მოვლენებია:  სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძირითად დოზა-შემზღუდველ ტოქსიურ ფაქტორს წარმოადგენს ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დაქვეითება. მიელოსუპრესია დოზა-დამოკიდებულია. თრომბოციტების და ლეიკოციტების მაქსიმალურად დაბალი დონე ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ამასთანავე თრომბოციტოპენია უფრო ხშირად ვლინდება. არანაკლებ 4 კვირა არის საჭირო იმისთვის, რომ აღნიშნულმა მონაცემებმა მიაღწიოს იმ დონემდე, რაც საშუალებას მისცემს ჩატარდეს კარბოპლატინის შემდეგი ინფუზია. პაციენტების დიდ რაოდენობას აგრეთვე აღენიშნებათ ანემიის სიმპტომები (ჰემოგლობინი < 11 გრ/დლ), რომლის ინტენსივობა დამოკიდებულია პრეპარატის სუმარულ დოზაზე. შეიძლება აღმოცენდეს ტრანსფუზიული თერაპიის ჩატარების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ პაციენტებს, რომლებიც გადიან მკურნალობის ხანგრძლივ კურსს (6 ციკლზე მეტი). აგრეთვე მოსალოდნელია განვითარდეს ისეთი კლინიკური გართულებები, როგორიც არის ცხელება, ინფექციური დაავადებები, სეფსისი/სეპტიური შოკი და სისხლდენა. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პრეპარატის მიღებიდან 6-12 საათის განამვლობაში პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გულისრევა, ღებინება, რომელიც გრეძლდება 24 საათი ან მეტი ხანი. გულისრევის ეფექტის რისკი შეიძლება შემცირეს გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატების საშუალებებით, კარბოპლატინის უწყვეტი ინტრავენური 24 საათიანი ინფუზიით ან დაყოფილი დოზების მიღებით 5 დღის განმავლობაში. რიგ შემთხვევებში ასევე გამოვლინდა პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, დიარეა, ყაბზობა და მუცლის ტკივილი. ცნს-ის და პერიფერიული სისტემის მხრივ: არსებობს პერიფერიული ნეიროპათიის წარმოქმნის რისკი, რაც უმეტესად გამოიხატება პარესთეზიის ფორმით და მყესის ღრმა რეფლექსების დაქვეითების სახით. აღნიშნული ჩივილი უფრო ხშირია 65 წელზე უფროს პაციენტებში ან მათში, ვინც ხანგრძლივად ღებულობდა ცისპლატინს. ასევე მოსალოდნელია ცნს-ს ფუნქციის დარღვევა, ხოლო ხანგრძლივმა თერაპიამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუმულციური ნეიროტოქსიური ეფექტი. სმენის ორგნოს მხრივ: ოტოტოქსიურობა ვლინდა ყურებში ხმაურის და სმენის გაუარესების სახით. მხედველობის ორგნოს მხრივ: არსებობს მხედველობის დროებითი ან სრული დაკარგვის ალბათობა (ფერის განურჩევლობა ან სინათლის აღქმის უნარის დაკარგვა), ასევე სხვა დარღვევების აღმოცენების რისკი. მხედველობის გაუმჯობესება ან სრული აღდგენა ხდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში დიდი დოზების დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქერქოვანი სიბრმავის განვითარება. თირკმელების მხრივ: შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის შრატში კრეატინინისა და შარდოვანას კონცენტრაციის დროებითი და მსუბუქი მომატება. იშვით შემთხვევებში გამოვლინდა თირკმელების სერიოზული დაზიანება. კარბოლპატინის მკურნალობის დროს ნეფროტოქსიური ეფექტის აღმოცენების რისკი იზრდება პრეპარატის დოზის მომატებისას და აგრეთვე ცისლპლატინით ადრე ნამკურნალებ პაციენტებში. ღვიძლის მხრივ: შეიძლება აღინიშნოს სისხლის შრატში AST – ს, ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის კონცენტრაციის მომატება. პაციენტებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია და ღებულობენ კარბოპლატინის მაღალ დოზებს, აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მკვეთრი მოშლა. ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოკალემია, ჰიპოკალცემია, ჰიპონატრიემია ან ჰიპომაგნიემია. ალერგიული რეაქცია: ერითემატოზული გამონაყარი, ცხელება, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია და ანაფილაქსიური შოკი. აღნიშნული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს კარბოპლატინის შეყვანიდან რამოდენიმე წუთში. იშვითათ შეიძლება განვითარდეს ექსფოლაციური დერმატიტი. უკუჩვენებები: – მომატებული მგრძნობელობა კარბოლინისა და პლატინის სხვა პრეპარატების მიმართ – თირკმელების ფუნქციის მკვეთრი მოშლა – მიელოსუპრესია – ჭარბი სისხლდენა – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter