იცით კარდივას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდივას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების აღმოცენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან   <1/10-მდე); არცთუ ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად: (≥1/10000-დან   <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასება მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით). ინფექციები და ინვაზიები ხშირად: ბრონქიტი, პნევმონია, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, შარდგამომყოფი გზების ინფექციები. სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ ხშირად: ანემია; იშვიათად: თრომბოციტოპენია; ძალიან იშვიათად: ლეიკოპენია. იმუნური სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები). ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ ხშირად: სხეულის წონის მატება, ჰიპერქოლესტერინემია, შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში – სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის მოშლა (ჰიპერ-, ჰიპოგლიკემია) ფსიქიკის მხრივ ხშირად: დეპრესია, დეპრესიული მდგომარეობა; არცთუ ხშირად: ძილის მოშლა, აზროვნების არევა. ნერვული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; არცთუ ხშირად: გულყრის წინარე მდგომარეობა, გულყრა, პარესთეზია. მხედველობის ორგანოების მხრივ ხშირად: მხედველობის მოშლა, ცრემლწარმოქმნის შემცირება (თვალის სიმშრალე), თვალების გაღიზიანება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ძალიან ხშირად: გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია; ხშირად: ბრადიკარდია, შეშუპებები (მათ შორის, გენერალიზებული, შორისის შეშუპება, ქვედა კიდურების შეშუპება) ჰიპერვოლემია; არცთუ ხშირად: ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, სტენოკარდია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლა (კიდურების გაყინვა, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება, ხანგამოშვებითი კოჭლობის სინდრომის გამწვავება და რეინოს სინდრომი) სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ ხშირად: ქოშინი, ფილტვების შეშუპება, ასთმა (მიდრეკილების მქონე პაციენტებში) იშვიათად: ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება და გრიპის მაგვარი სიმპტომები, ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციური პნევმონიტი, ეოზინოფილური პნევმონია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ხშირად: გულის რევა, დიარეა, ღებინება, დისპეპსია, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში; არცთუ ხშირად: ყაბზობა; იშვიათად: პირის ღრუს სიმშრალე. ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ალანინამინოტრასფერაზას (ალტ), ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) და გამა-გლუტამილტრანსფერაზას (გგტ) აქტივობის მატება კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არცთუ ხშირად: კანის რეაქციები (ალერგიული ეგზანთემა, დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი, ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის დაზიანება, ისეთები როგორიცაა ფსორიაზი და წითელი ბრტყელი ლიქენი), ალოპეცია; ძალიან იშვიათად: კანის მძიმე რეაქციები, ისეთები როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ძვალ – კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ ხშირად: კიდურების ტკივილი. თირკმლის და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ ხშირად: შარდის გამოყოფის დარღვევა; ძალიან იშვიათად: ქალებში – შარდის შეუკავებლობა. რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ არცთუ ხშირად: ერექციული დისფუნქცია. ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები  ძალიან ხშირად: დაღლილობა, სისუსტე; ხშირად: ტკივილი. ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ, მას შემდეგ რაც სამკურნალო საშუალება იყო რეგისტრირებული, დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს ხანგრძლივი კონტროლი შეფარდება სარგებელის/რისკთან სამკურნალო საშუალების გამოყენებისა. არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter