იცით კარდიომაგნილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდიომაგნილის გვერდითი მოვლენებია: ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენების სიხშირე შემდეგნაირად განისაზღვრა: – ძალიან ხშირი ≥1/10; – ხშირი >1/100, <1/10; – ზოგჯერ >1/1000, <1/100; – იშვიათი >1/10 000, <1/1000; – ძალიან იშვიათი <1/10 000, ერთეული შემთხვევების ჩათვლით. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება (ხშირი), კვინკეს შეშუპება (ხშირი). იმუნური სისტემა: ანაფილაქსიური რეაქციები (ზოგჯერ). კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გულისრევა (ხშირი), გულძმარვა (ძალიან ხშირი), ღებინება (ხშირი), მუცლის არეში ტკივილის შეგრძნება, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები (ზოგჯერ), მათ შორის პერფორაციული (იშვიათი), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ზოგჯერ), “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება (იშვიათი), სტომატიტი (ძალიან იშვიათი), ეზოფაგიტი (ძალიან იშვიათი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ეროზიული დაზიანება (ძალიან იშვიათი), სტრიქტურები (ძალიან იშვიათი), კოლიტი (ძალინა იშვიათი), ნაწლავის გაღიზიანების გამწვავება (ძალიან იშვიათი). სასუნთქი სისტემა: ბრონქოსპაზმი (ხშირი). სისხლმბადი სისტემა: სისხლდენისადმი მიდრეკილების მომატება (ძალიან ხშირი), ანემია (იშვიათი), ჰიპოპროტეინემია (ძალიან იშვიათი), თრომბოციტოპენია (ძალიან იშვიათი), ნეიტროპენია, აპლასტიური ანემია (ძალიან იშვიათი), ეოზინოფილია (ძალიან იშვიათი), ეოზინოფილია (ძალიან იშვიათი), აგრანულოციტოზი (ძალიან იშვაითი). ცენტრალური ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა (ზოგჯერ), თავის ტკივილი (ხშირი), უძილობა (ხშირი), ძილიანობა (ზოგჯერ), ყურებში ხმაური, სისხლჩაქცევა ტვინში (იშვიათი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter