იცით კარდიო ფორსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდიო ფორსის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარული სისხლდენით განპირობებული); სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება; ალერგიული რეაქციები: ბრონქოსპაზმი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, მიდრეკილების მქონე პაციენტებში _ ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება. ძირითადად კარდიო ფორსი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter