იცით კარდოგრელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდოგრელი® გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა წამლის მსგავსად, კარდოგრელმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველაში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნეთ: – ცხელება, ინფექციის ან გამოხატული დაღლილობის ნიშნები. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის იშვიათ შემცირებასთან. – ღვიძლის დაზიანების ნიშნები, როგორებიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, იზოლირებულად ან კომბინაციაში კანქვეშა სისხლჩაქცევებით წითელი წერტილების სახით, და/ან გონების დაბინდვით (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). სხვა გვერდითი მოვლენები: შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან ხშირია (ვლინდება 10 პაციენტიდან > 1-ში): – სისხლდენები, მაგალითად, სისხლჩაქცევა, ჰემატომა (უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში, სისხლდენები კუჭში ან ნაწლავებში. ზოგჯერ აღინიშნებოდა სისხლჩაქცევები თვალში, თავში, ფილტვში ან სახსარში. შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირია (ვლინდება 10 პაციენტიდან > 1-ში): – ფაღარათი, ტკივილი მუცელში, კუჭ-ნაწლავის აშლილობა ან გულძმარვა. შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია (ვლინდება 100 პაციენტიდან < 1-ში): – თავის ტკივილი, თავბრუ, ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევა; – კუჭის წყლული, გულისრევა, ღებინება. შეკრულობა, გაზების ჭარბი წარმოქმნა კუჭში და ნაწლავებში; – კანზე გამონაყარი და ქავილი. შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (ვლინდება 1000 პაციენტიდან < 1-ში): – თავბრუ; შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (ვლინდება 10000 პაციენტიდან < 1-ში): – არტერიული წნევის დაქვეითება; – გემოს დარღვევა; – სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ ხველასთან დაკავშირებული; – ანთება პირის ღრუში (სტომატიტი); – ტკივილი სახსრებში ან კუნთების ტკივილი; – ცხელება; – გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, პირის ღრუს შეშუპება, ბუშტუკები კანზე ან კანის ალერგია; – სიყვითლე ან ძლიერი ტკივილი მუცელში წელის ტკივილებით ან გარეშე; – გონების დაბინდვა ან ჰალუცინაციები. გარდა ამისა, ექიმმა შეიძლება გამოავლინოს ცვლილებები სისხლის ან შარდის ანალიზებში. კარდოგრელის მიღების ფონზე ხანგრძლივი სისხლდენის არსებობისას. ტრავმის ან სხეულის დაზიანების შემდეგ სისხლდენა შეიძლება ჩვეულზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ეს წამლის მოქმედებასთან არის დაკავშირებული. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებისას (მაგალითად პარსვისას) ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუმცა რაიმე ეჭვის არსებობისას, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). კარდოგრელის ტაბლეტების მიღების დროს – უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის (მათ შორის სტომატოლოგიური) შესახებ; – მდგომარეობის განვითარებისას, რომელსაც თან ახლავს ცხელება ან კანის ქვეშ სისხლჩაქცევების განვითარება წითელი წერტილების სახით, გაურკვეველი გამოხატული დაღლილობით, ცნობიერების დაბინდვით, კანის ან თვალების სიყვითლით ან მათ გარეშე. ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს (“იხ. გვერდითი მოვლენები”). – თუ გაიჭრით ან დაარტყამთ რამეს, სისხლდენა შეიძლება ჩვეულზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ეს თქვენი წამლის მოქმედებასთან არის დაკავშირებული. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებებისას (მაგალითად პარსვისას) ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. თუმცა, რაიმე ეჭვის არსებობისას, მაშინათვე დაუკავშირდით ექიმს (იხ. “გვერდითი მოვლენები”). – ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის გაკეთება. – ისეთი მოვლენების შემჩნევისას, რომელიც აღწერილია “გვერდით მოვლენებში” ან რომელიმე გვერდითი მოვლენის დამძიმებისას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. კარდოგრელი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter