იცით კარდოლაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდოლაქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება კარდოლაქსის გამოყენებისას განვითარებული გვერდითი მოქმედებების უმრავლესობა მსუბუქი და შექცევადი ხასიათისაა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, AV-გამტარობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გამოვლენა.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა; ცალკეულ შემთხვევებში – ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შესაძლებელია სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, კიდურებში სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები; ცრემლის სეკრეციის შემცირება, კონიუნქტივიტი, დეპრესია, ძილის დარღვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენია. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. სასუნთქი სისტემის მხრივ: წინასწარი განწყობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გამოვლენა. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter