იცით კარვედილოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარვედილოლის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი (როგორც წესი, მსუბუქი და მკურნალობის დასაწყისში), თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, მიასთენია (უმეტესად მკურნალობის დასაწყისში), ძილის დარღვევა, პარესტეზია, მომატებული დაღლილობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, სტენოკარდია, ატრიოვენტრიკულური ბრადიკარდია, იშვიათად – პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ოკლუზიური დარღვევა, გულის უკმარისობის პროგრესირება. საჭმლის მონელების სისტემა: პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, დიარეა ან შეკრულობა, სისხლმბადი ორგანოები: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. ნივთიერებათა ცვლა: სხეულის წონის მომატება, ნახშირწყლების ცვლის დარღვევა. ალერგიული რეაქციები: კანის ალერგიული რეაქციები (ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ცხვირის გაჭედვა. სასუნთქი გზები: სუნთქვის გართულება და ბრონქული სპაზმი (მიდრეკილების მქონე პაციენტებში). სხვა: გრიპის მსგავსი სინდრომი, ტკივილი კიდურებში,,,პერიოდული“ სიკოჭლე, ცრემლის გამოყოფის შემცირება, ცემინება, მიალგია, ართლარგია,

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter