იცით კარვედი-დენკი 25-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარვედი-დენკი 25 – ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ყველა პრეპარატის მსგავსად კარვედი-დენკ 25-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.   გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია ჩასასმელია ცხრილი გვერდითი ეფექტები:ძალიან ხშირად: –              თავბრუსხვევა, თავის ტკივილი –              გულის უკმარისობის გაუარესება (ქოშინი, შეშუპება კოჭების მიდამოში); –              დაბალი არტერიული წნევა; –              დაღლილობა; ხშირად: –              ბრონქიტი, პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გძების ინფექციები; –              წონის მომატება, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (განსაკუთრებით დიაბეტიანებში), ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება); –              დეპრესია, დეპრესიული განწყობა; –              მხედველობის დარღვევა, ცრემლდენის შემცირება (თვალის სიმშრალე), თვალის გაღიზიანება; –              შენელებული გულისცემა, შეშუპება (ორგანოს ან ქსოვილის შეშუპება ქსოვილებში სითხის დაგროვების გამო), სითხის დაგროვება ორგანიზმში, არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომის დადაჯდომის დროს (ორთოსტატული ჰიპოტენზია); –              დარღვეული სისხლის მიმოქცევა კიდურებში (ცივი ფეხის და ხელის თითები, გარდამავალი კოჭლობა); –              რეინოს სინდრომი (ხელის ან ფეხის თითების ტკივილი, რომელთაც შესაძლებელია თავიდან მიიღონ მოცისფრო ფერი, შემდეგ გახდეს თეთრი და საბოლოოდ – წითელი); –              სუნთქვის პრობლემები (ქოშინი), ფლიტვის შეშუპება (სითხე ფილტვებში), ასთმის სიმპტომების გაუარესება; –              გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, გულძმარვა, კუჭის ტკივილი; –              ხელების და ფეხების ტკივილი, გენერალიზებული ტკივილი; –              თირკმლის დისფუნქცია და თირკმლის უკმარისობა, პრობლემები შარდვის მხრივ; არა-ხშირად: –              ძილის დარღვევები; –              თავბსურსხვევა, გულის წასვლა, კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია); –              გულის ბლოკადა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია); –              კანის ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი; –              ფსორიაზი, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი; –              თმის ცვენა; –              ერექციის დარღვევა; იშვიათად: –              თორმბოციტების რააოდენობის შემცირება (შესაძლებელია გამოიწვიოს ადვილად ჩალურჯება და ცხვირიდან სისხლდენები); –              ცხვირის შეგუბება; ძალიან იშვიათად: –              ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია გაამოიწვიოს ინფექციის სიმპტომები, აუხსნელი ცხელება, ხელის ტკივილი); –              ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია); –              სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ALAT, ASAT, GGT) მომატება; –              უნებლიე შარდვა (შარდის შეუკავებლობა) ქალებში. თუ რომელიმე სიმპტომი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რაც არ არის არწერილი ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter