იცით კარლონ პლიუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარლონ პლიუსის გვერდითი მოვლენებია:  კარლონ პლიუს ტაბლეტი კარგად აიტანება. პაციენტების უმრავლესობაში, გვერდითი მოვლენები მსუბუქი და გარდამავალია და არ საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია თავბრუ, თავის ტკივილი, სისუსტე და ხველა. სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენებია: –  კარდიოვასკულარული სისტემა: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ძლიერი გულისცემა, ტაქიკარდია  –  კუჭ-ნაწლავის სისტემა: გულისრევა, ღებინება, დისპეპსია, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფერმენტებისა და შრატის ბილირუბინის დონის მომატება  –  ნერვული სისტემა: უძილობა, გაღიზიანებადობა, პარესთეზიები, ძილიანობა  –  საშარდე სისტემა: სისხლში შარდოვანასი და კრეატიტინინის დონის ტრანზიტორული მომატება, საშარდე ტრაქტის ინფექცია  –  კანი: გამონაყარი, სიწითლე  –  სხვა: გულმკერდის ტკივილი, გულის წასვლა, ქოშინი, წელის ტკივილი, ართრალგია, ოფლიანობა, იმპოტენცია, დაქვეითებული ლიბიდო, ხმაური ყურებში, ანგიონევროზული შეშუპება, სპაზმები კუნთებში, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონის შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter