იცით კარუმ-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარუმ-სანოველის გვერდითი მოვლენებია: კლოპიდოგრელის უსაფრთხოება გამოკვლეულია 44000-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებული კლინიკური ცდებით, მათ შორის 12000 პაციენტი ღებულობდა პრეპარატს ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში. ქვემოთ ჩამოთვლილია კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა CAPRIE, CURE, CLARITY და COMMIT კვლევებისას.  CAPRIE კვლევაში კლოპიდოგრელის დოზა 75 მგ/დღეში და აცეტილსალიცილის მჟავას დოზა 325 მგ/დღეში მიჩნეულია ტოლერანტულად. ე.ი. გამოკვლევის თანახმად, კლოპიდოგრელის ტოლერანტობა მსგავსია აცეტილსალიცილის მჟავის ტოლერანტობის, ასაკის, სქესის და რასის მიუხედავად. CAPRIE კვლევაში სისხლდენის ზოგადი სიხშირე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კლოპიდოგრელს ან აცეტილსალიცილის მჟავას შეადგენდა 9.3%-ს. რთული შემთხვევების სიხშირე კლოპიდოგრელის გამოყენებისას შეადგენდა 1.4%-ს, ხოლო აცეტილსალიცილის მჟავას შემთხვევაში – 1.6%-ს.  CURE კვლევა: პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს პრეპარატის მიღება 5 დღით ადრე აორტოკორონარული შუნტირების ჩატარებამდე, არ აღინიშნა ძლიერი სისხლდენის სიხშირის მომატება ოპერაციის შემდეგ 7 დღის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებმაც გააგრძელეს პრეპარატის მიღება ხუთი დღის განმავლობაში კორონარულ შუნტირებამდე სისხლდენის სიხშირე შეადგენდა 9.6% კლოპიდოგრელი+აცეტილსალიცილის მჟავას და 6.3% მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავის მიღების შემთხვევაში. CLARITY კვლევაში – აღინიშნა სისხლდენის სიხშირის ზოგადი მომატება კლოპიდოგრელ+აცეტილსალიცილის მჟავას ჯგუფში პლაცებო+აცეტილსალიცილის მჟავას ჯგუფთან შედარებით. ძლიერი სისხლდენის სიხშირე ორივე ჯგუფში იყო ანალოგიური და პრაქტიკულად არ იყო დამოკიდებული პაციენტის საწყის მახასიათებლებზე და ფიბრინოლიზური ან ჰეპარინით თერაპიის სახეობაზე. COMMIT კვლევისას ცერებრალური ძლიერი სისხლდენების ან ცერებრალური სისხლდენების საერთო სიხშირე დაბალი და ორივე ჯგუფში ანალოგიური იყო. სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნაCAPRIE, CURE, CLARITY, COMMIT კვლევებისას > 0.1% სიხშირით, აგრეთვე ყველა რთული გვერდითი ეფექტი ჩამოთვლილია ქვემოთ. მათი სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი სახით: ხშირად (> 1%, < 10%), არახშირად (> 0.1%, < 1%), იშვიათად > 0.01%, < 0.1%); ძალიან იშვიათად (< 0.1%): სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: არახშირად – ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია; იშვიათად – ნეიტროპენია, გამწვავების ჩათვლით; ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენიური თრომბოჰემოლიზური პურპურა, აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, გამწვავებული თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია. იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქციები, შრატისმიერი დაავადება ფსიქიატრიული დაავადებები: ძალიან იშვიათად – გონების დაბინდვა, ჰალუცინაცია. ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად – ქალაშიდა სისხლჩაქცევა (ადგილი ჰქონდა ლეტალურ შემთხვევებს), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია; იშვიათად – გემოს დარღვევა. მხედველობის ორგანოების მხრივ: არახშირად – თვალშიდა სისხლჩაქცევა (კონიუქტივიტი, ბადურის დაზიანება). სმენის ორგანოები: იშვიათად – ვერტიგო. სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ჰემატომა, ძალიან იშვიათად – ოპერაციის შემდგომი სისხლდენა, ვასკულიტი, ჰიპოტენზია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად – სისხლდენა ცხვირიდან, ძალიან იშვიათად – სისხლდენა სასუნთქი გზებიდან (ფილტვებიდან), ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციალური პნევმონია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, დისპეფსია, დიარეა, აბდომინალური ტკივილი, არახშირად – გულისრევა, გასტრიტი, მეტეორიზმი, ყაბზობა, ღებინება, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ძალიან იშვიათად – კუჭ-ნაწლავის და რეტროპერიტონიალური სისხლდენა ლეტალური შედეგით, პანკრეატიტი, კოლიტი (წყლულოვანი და ლიმფოზური კოლიტის ჩათვლით), სტომატიტი. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება: ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად – სილურჯე, არახშირად – გამონაყარი და ქავილი, ძალიან იშვიათად – ერითემული სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბულეზური დერმატიტი (ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი), ეგზემა, ვილსონის სირსველი. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – სისხლჩაქცევა ძვალ-კუნთოვან სისტემაში (ჰემართროზი), ართრალგია, ართრიტი, მიალგია. თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები: არახშირად – ჰემატურია, ძალიან იშვიათად – გლომერულონეფრიტი, სისხლში კრეატინინის დონის მომატება. ზოგადი: ხშირად – პოსტოპერაციული სისხლდენა, ძალიან იშვიათად – სიცხე. კვლევები: ძალიან იშვიათად – სისხლდენის დროის გახანგრძლივება. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter