იცით კეტოტიფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტოტიფენის გვერდითი მოვლენებია:  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, ძილიანობა, ფსიქიკური რეაქციების შენელება (რომლებიც მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იხსნება); აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, უძილობა (განსაკუთრებით ბავშვებში), დაღლილობის შეგრძნება, იშვიათად – კრუნჩხვები; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, მადის მომატება, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ყაბზობა, იშვიათად – ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – ცისტიტი, დიზურია; ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის მძიმე რეაქციები; სხვა: თრომბოციტოპენია, სხეულის წონის მატება.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter