იცით კლავომედი სუსპენზიას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლავომედი სუსპენზიას გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტები უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი და დროებითი ხასიათისაა. რეგისტრირებულ გვერდით ეფექტებს შორის ყველაზე ხშირად აღინიშნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევა (მადის დაკარგვა, გულისრევა, პირღებინება, დიარეა). მსგავსი არასასურველი ეფექტების თავიდან აცილება შესაძლებელია კლავომედის მიღებით ჭამის დროს. შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი კანზე): მგრძნობიარე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ტრანსამინაზების დონის ტრანზიტორული მომატება. ცალკეული ცნობები არსებობს ქოლესტაზური სიყვითლის, ჰეპატიტის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter