იცით კლექსიპარინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლექსიპარინის გვერდითი მოვლენებია: დარეგისტრირებულია მნიშვნელოვანი ჰემორაგიული გართულებები, ზოგიერთი ლეტალური გამოსავლით. აღინიშნა ქალასშიდა და რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევები. ასევე რეგისტრირებულია ჰემორაგიული გართულებები (სისხლდენა) როგორიცაა ჰემატომა, ექხიმოზი არაინექციის ადგილას, ჭრილობის ჰემატომა, ჰემატურია, ცხვირიდან სისხლდენა და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.  ჰემორაგიული გამოვლინებები, ძირითადად დაკავშირებულია: – თანმხლებ რისკ-ფაქტორებთან: სისხლდენისადმი მიდრეკილებით მიმდინარე ორგანული დაზიანებები და სამკურნალო საშუალებების გარკვეული კომბინაციები (იხ. “უკუჩვენება” და “სხვა სამკურნალო სასუალებებთან ურთიერთქმედება”), ასაკი, თირკმლის უკმარისობა, სხეულის მცირე წონა; – თერაპიული რეკომენდაციების დაუცველობასთან, მათ შორის დარღვევები მკურნალობის ხანგრძლივობის ან წონის შესაბამისად დოზის კორექციის დაუცველობასთან (იხ. “უსაფრთხოების ზომები”). დარეგისტრირებულია სპინალური ჰემატომის შემთხვევები, რაც დაკავშირებული იყო დაბალმოლეკულური ჰეპარინის შეყვანასთან სპინალური ანესთეზიის, ანალგეზიის ან ეპიდურული ანესთეზიის დროს. აღნიშნული გვერდითი რეაქციები იწვევდნენ სხვადასხვა სიმძიმის ნევროლოგიურ დარღვევებს, მათ შორის ხანგრძლივი და მუდმივი დამბლა (იხ. “უსაფრთხოების ზომები”). კანქვეშა ინექციის შემდეგ შესაძლებელია ინექციის ადგილას ჰემატომის წარმოქმნა. დარეგისტრირებულია ინექციის ადგილას ტკივილი და სხვადასხვა სახის რექციები –გაღიაზიანება, შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა, ანთება და მარყუჟების წარმოქმნა. აღნიშნულის რისკები იზრდება ინექციის ტექნიკის დაუცველობის ან ინექციისთვის შეუსაბამო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში.  ინექციის ადგილზე ანთებითი მარყუჟები, რომლებიც რამდენიმე დღეში ქრება, ანთების შედეგია. თუმცა ეს არ მოითხოვს თერაპიის შეწყვეტას.        დარეგისტრირებულია თრომბოციტოპენია. არსებობს მისი ორი ტიპი: – ტიპი I – უფრო მეტად გავრცელებული ფორმა, ჩვეულებრივ ზომიერი სიმძიმის (თრომბოციტების რაოდენობა 100000/მმ3-ზე მეტი), ვლინდება ადრეულ ეტაპზე (5 დღემდე) და არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას; – ტიპი II – ნაკლებად ხშირად გამოვლენილი მძიმე ფორმის იმუნოალერგიული თრომბოციტოპენია – ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (ჰით) თრომბოზით; ზოგიერთ შემთხვევაში თრომბოზი გართულდა ორგანოების ინფარქტით ან კიდურების იშემიით. მისი გავრცელება ნაკლებშესწავლილია (იხ. უსაფრთხოების ზომები”).  შესაძლებელია თრომბოციტების დონის უსიმპტომო და შექცევადი მატება. ჰეპარინების გამოყენებისას დარეგისტრირებულია კანის ნეკროზის შემთხვევები, რასაც შესაძლოა წინ უძღოდეს პურპურისა და ინფილტრირებული, მტკივნეული ერითემატოზული ლაქების წარმოქმნა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მკურნალობის შეწყვეტა. გამოვლინდა სისტემური ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) ან კანისმხრივი რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა, ბულოზური გამონაყარი), რამაც გარკვეულ შემთხვევებში მკურნალობის შეწყვეტა მოითხოვა. არაფრაქცირებული ჰეპარინების მსგავსად, კლექსიპარინით მკურნალობის გახანგრძლივების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა. არაფრაქცირებული ჰეპარინებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოალდოსტერონიზმი, რომელიც თავის მხრივ პლაზმაში კალიუმის დონის მატებას იწვევს. შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური მნიშვნელობის ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით და შაქრიანი დიაბეტით. შესაძლებელია ტრანსამინაზების დონის ხანმოკლე მატება. ცნობილია ჰიპერკალიემიის რამდენიმე შემთხვევა.  გამოვლინდა ვასკულიტის შემთხვევები, რაც დაკავშირებული იყო კანის მგრძნობელობის მატებასთან.  გამოვლინდა ჰიპერეოზინოფილია, დამოუკიდებლად და კანის რეაქციებთან ერთად, რამაც მკურნალობის შეწყვეტა მოითხოვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter