იცით კლინდამიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლინდამიცინის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცელში, ფაღარათი. შიგნით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ეზოფაგიტის მოვლენები; იშვიათად – შექცევადი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; თირკმლის ფუნქციის მოშლა, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის დროებითი მატება. მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღების შედეგად ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარებაა მოსალოდნელი. უიშვიათესად – ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ცხელება; აღწერილია ანაფილაქსიური შოკის ერთეული შემთხვევებიც). ვენაში მაღალ დოზებში შეყვანის შედეგად მოსალოდნელია ფლებიტის განვითარება. ვენაში სწრაფმა შეყვანამ შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუ და ზოგადი სისუსტე გამოიწვიოს, ხოლო კუნთებში შეყვანამ – ინფილტრატი, აბსცესები. ადგილობრივი ხმარების შედეგად მოსალოდნელია ცერვიციტი, ვაგინიტი ან ვულვოვაგინალური გაღიზიანება. გარეგანმა ხმარებამ შეიძლება ადგილობრივი გაღიზიანება და კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიოს. შეზღუდული სისტემური აბსორბციის გამო შესაძლებელია სისტემური გვერდითი მოვლენები: ც განვითარდეს, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter