იცით კლოპიგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოპიგამას გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა მედიკამენს, აგრეთვე კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტებს ახასიათებთ გვერდითი მოვლენები: , რომელბიც არ ვლინდება ყველა პაციენტში: მიმართეთ დაუყონებლივ ექიმს, თუ თქვენ შენიშნავთ შემდგომ მოვლენებს: • სხეულის ტემპერატურა, ინფექციის ნიშნები ან გამოხატული დაღლილობა. ამან შესაძლებელია იშვიათად გამოიწვიოს იქონიოს სისხლის უჯრედების შემცირება. • ღვიძლის პრობლემების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალის სიყვითლე, შესაძლო სისხლჩაქცევებით, რომლებიც ვლინდება პატარა სისხლის წერტილების სახით კანქვეშ და მოუსვენრობა (პუნქტი 2,,განსაკუთრებული სიფრთხილე კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტების მიღებისას”). • შეშუპება პირის ღრუში ან კანის დაავადებები, როგორიცაა გამონაყარი კანზე და ქავილი, წყლულების წარმოქმნა კანზე. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები. კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტების მკურნალობისას ყველზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 100 დან 1-10 პაციენტში) არის სისხლდენა. სისხლდენა შესაძლებელია გამოვლინდეს კუჭზე და ნაწლავებზე ან ვლინდება აგრეთვე, როგორც ცისფერი ლაქები, ჰემატომა (უჩვეულო სისხლჩაქცევა და სისხლდენა კანქვეშ), სისხლდენა ცხვირიდან ან შეიმჩნევა სისხლი შარდში. იშვიათად ვლინდება სისხლდენა თვალის სისხლძარრვებიდან, თავში, ფილტვებში ან სახსრებში. თუ კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტების მკურნალობისას სისხლდენა შეიმჩნევა ხანგრძლივი დროის მანძილზე კანის გაჭრისას ან დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა სისხლდენა გაგრძელდეს ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი დროით. ეს დამოკიდებულია მედიკამენტის ზემოქმედებაზე, რადგანაც იგი აბრკოლებს სისხლის კოაგულაციას. მცირე დაზიანება და ჭრილობები, როგორიცაა ჭრილობა გაპარსვისას ან კანის მცირე დაზიანება უმნიშვნელოა. თუ მაინც შეგაშფოთათ ამფაქტმა მიმართეთ მკურნალ ექიმს (იხ. პუნქტი 2,,,განსაკუთრებული სიფრთხილე კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტების მიღებისას”). კლოპიგამა® 75 მგ ტაბლეტების მკურნალობისას სხვა დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები: ა: • ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 100 დან 1-10 პაციენტში): ფაღარათი, მუცლის ტკივილი, მონელების პრობლემები ან გულ-ძმარვა • საშუალდ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 1.000 დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის წყლული, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, შებერილობა, გამონაყარი, ქავილი, გონების დაკარგვა/თავბრუსხვევა, სმენადობის დაკარგვის შეგრძნება. • იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 10.000 დან 1-10 პაციენტში): თავბრუსხვევა/წონასწორობის დაკარგვა. • ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 10.000 დან 1 პაციენტში): სიყვითლე; ძლიერი მუცლის ტკივილი ზურგის ტკივილით ან მის გარეშე; სხეულის ტემპერატურა, სუნთქვის გართულება ხველებით; ზოგადი ალერგიული რეაქციები; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი); დაბალი წნევა; მოუსვენრობა; ჰალუცინაცია; სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; გემოს შეგრძნების ცვლილება. ამასთანავე შესაძლოა ექიმმა გამოავლინოს ცვლილებები თქვენ სისხლში ან შარდში ანალიზის შედეგად. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ აღნიშნული გვერდითი მოვლენები: დან რომელიმე განსაკუთრებით გამოვლინდება ან თუ გახასიათებთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter