იცით კლოპიქსოლ-აკუფაზს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოპიქსოლ-აკუფაზის გვერდითი მოვლენებია:  ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარება განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე. უმრავლეს შემთხვევაში ისინი კორიგირდება დოზირების შემცირებით და/ან ანტიპარკინსონური პრეპარატების დანიშვნით. მაგრამ დასახელებული პრეპარატების რეგულარული პროფილაქტიკური გამოყენება არ არის რეკომენდებული. ვეგეტატური ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელი სიმშრალე პირის ღრუში და აკომოდაციის დარღვევა. იშვიათად ადგილი აქვს შარდვის დარღვევებს. გულისა და სისხლძარღვების სისტემის მხრივ: შესაძლებელია ორთოსტატური თავბრუსხვევა და ტაქიკარდია. ორთოსტატურ ჰიპოტენზიას იშვიათად აქვს ადგილი. ღვიძლის მხრივ:  იშვიათად შეიმჩნევა მცირე ცვლილებები ღვიძლის სინჯებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter