იცით კლოსტილბეგიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოსტილბეგიტის გვერდითი მოვლენებია:  ხშირი გვერდითი მოვლენები:  ალები, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მხედველობის დარღვევა (ფოტოფსიები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფოტოფობია), სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა მენჯისა და მუცლის ღრუს ორგანოების ტკივილი, დისმენორეა, აციკლური სისხლდენა, საკვერცხეების გადიდება. იშვიათი გვერდითი მოვლენები:  ყაბზობა, ფაღარათი, დაღლილობა, დაძაბულობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ალერგიული დერმატიტი, თმის შექცევადი ცვენა, მადის გაძლიერება, წონის მომატება ან დაკლება, საშოს სიმშრალე, შარდის გამოყოფის გაძლიერება ან ხშირი შარდდენა. ალები წყდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. შეიძლება აღინიშნებოდეს საკვერცხეების კისტოზური გადიდება, განსაკუთრებით შტეინლევენტალის სინდრომისას. საკვერცხეები შეიძლება გადიდდეს 4-8 სმ-მდე; ასეთ შემთხვევებში საჭიროა სხეულის ბაზალური ტემპერატურის კონტროლი და მკურნალობის შეწყვეტა ტემპერატურის ორფაზიანი მრუდის გამოვლენისას. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter