იცით კოლომიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლომიცინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: სხვა პრეპარატების მსგავსად კოლომიცინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , მაგრამ არა ყველა ადამიანში.  ალერგიული რეაქციები ალერგიული რეაქციების გამოვლინება შესაძლებელია როგორც ინტრავენური, ისე ინჰალააცის გზით მიღებისას. სერიოზული ალერგიული რეაქციები შეიძლება აღმოცენდეს პირველი დოზის მიღების დროსაც კი და შესაძლოა სწრაფად გამოვლინდეს გამონაყარი, სახის, ენის და კისრის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროვების გამო და გონების დაკარგვა. თუ გამოგივლინდათ ალერგიული რეაქციების ნიშნები დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების პუნტქს.  ნაკლებად მწვავე ალერგიული რეაქციები მოიცავს გამონაყარს კანზე, რომელიც ვლინდება შედარებით გვიან მკურნალობის დროს.  კოლომიცინის ინტრავენურ ინექციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები: ცნს მხრივ უფრო ხშირად ვლინდება კოლომიცინის ძალიან მაღალი დოზისას იმ პირებში, რომელთაც აქვთ თირკმლის პრობლემები, ან იღებენ კუნთების რელაქსანტებს, ან სხვა პრეპარატებს მსგავსი მოქმედებით ნერვულ სისტემაზე.  ყველაზე სერიოზული შესაძლო გვერდი მოვლენა ცნს მხრივ არის გაძნელებული სუნთქვა გულ-მკერდის კუნთების პარალიზის გამო. თუ გამოგივლინდათ სუნთქვის გაძნელება მიმართეთ გადაუდებელი დახმარების პუნქტს.  სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები: მოიცავს შეგრძნების დაკარგვას ჩხვლეტის შეგრძნებას (განსაკუთრებით სახის არეში), თავბრუსხვევას ან ბალანსის დაკარგვას, წნევის ან სისხლის მომიქცევის სწრაფ ცვლილებას (სისუსტე ან წამოხურება), გაურკვეველ მეტყველებას, მხედველობის პრობლემებს, დაბნეულობას და მენტალურ პრობლემებს (რეალობის შეგრძნების დაკარგვა). შესაძლოა განვითარდეს რეაქციები ინექციის ადგილას, როგორიცაა გაღიზიანება.  ასევე შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის პრობლემები, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც უკვე აქვთ დარღვევები თირკმლის მხრივ, ან რომელთაც კოლომიცინი ეძლევათ სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ გვერდით მოვლენებს თირკმელების მხრივ, ან რომლებმაც მიიღეს პრეპარატის მაღალი დოზა. ჩვეულებრივ ეს გამოვლინებები გაუმჯობესდება მკურნალობის შეწყვეტისას, ან კოლომიცინის დოზის შემცირებისას.  თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან გაგრძელდება, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც აქ არ არის აღწერილი, მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.  კოლომიცინის ინჰალაციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: (ნებულიზაცია) გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენის რისკი გაცილებით ნაკლებია ინჰალაციის დროს, რადგან ამ დროს კოლომიცინის ძალიან მცირე რაოდენობა ხვდება სისხლის ცირკულაციაში.  შესაძლო გვერდითი მოვლენები: მოიცავს ხველას, ჩხვლეტის შეგრძნებას გულ-მკერდის არეში სასუნთქი გზების შევიწროვების გამო, პირის ან ყელის სიმშრალეს და კანდიდოზური სტომატიტით (ჩანდიდა) გამოწვეულ პირის ღრუს ან ყელის ინფექციებს.  თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან არ გაქრება, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter