იცით კოლოსარ-დენკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლოსარ-დენკის 50/12.5 გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები სხვა პრეპარატების მსგავსად კოლოსარ-დენკ 50/12.5-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.  გვერდითი რეაქციების შეფასება ხდება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის საფუძველზე ჩასასმელია ცხრილი გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები:ხშირი: – ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, პარანაზალური სინუსის ანთება ან დარღვევები; – ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღებინება, კისპეპსია; – კუნთების ტკივილი ან სპაზმი, ფეხების ტკივილი, ზურგის ტკივილი; – უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; – სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი გულ-მკერდის არეში; – კალიუმის მომატებული დონე (რაც იწვევს არითმიას), ჰემოგლობინის დონის შემცირება; არახშირი: – ანემია, წითელი და ყავისფერი ლაქები კანზე (ზოგჯერ ტერფებზე, ფეხებზე, ხელებზე და დუნდულოებზე, რასაც თან ახლავს სახსრების ტკივილი, ხელებისა და ფეხების შეშუპება და კუჭის ტკივილი), სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა, შედედების დარღვევები და სისხლჩაქცევები; – მადის დაკარგვა, შარდმჟავას დონის მომატება ან პოდაგრა, გლუკოზის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების დონის შეცვლა; – შფოთვა, ნერვიულობა, პანიკურუ აშლილობა (განმეორებითი პანიკური შეტევები), გონების დაბინდვა, დეპრესია, კოშმარები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დარღვევა; – ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება ან მსგავსი პარესთეზია, ტკივილი კიდურებში, კანკალი, შაკიკი, გულის წასვლა; – მხედველობის დაბინდვა, თვალებში წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, კონიუქტივიტი, მხედველობის დაქვეითება, ყვითელი მხედველობა; – ყურებში ხმაურის, ბზუილის ან ტკაცუნის შეგრძნება; – არტერიული წნევის დაცემა, რაც სავარაუდოდ უკავშირდება პოზის შეცვლას (თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება წამოდგომის დროს), სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში), გულის რითმის დარღვევა, ინსულტი (გიშ, მინი-ინსულტი), გულის შეტევა, ტაქიკარდია; – სისხლძარღვების ანთებითი დაზიანება, რაც ხშირად უკავშირდება გამონაყარსდა სისხლჩაქცევებს; – ყელის ჩახეხვის შეგრძნება, გაძნელებული სუნთქვა, ბრონქითი, პნევმონია, ფილტვებში სითხის დაგროვება (რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას), სისხლდენა ცხვირიდან, რინიტი, სასუნთქი გზების გაჭედვა; – ყაბზობა, აირების დაგროვება, კუჭის გაღიზიანება, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კბილის ტკივილი; – სიყვითლე (თვალებისა და კანის სიყვითლე), პანკრეასის ანთება; – ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის სიმშრალე, წამოწითლება, ოფლიანობა, თმის ცვენა. – ტკივილი ხელების, მხრების, მუხლების ან სხვა სახსრების მიდამოში, სახსრების შეშუპება, რიგიდობა, კუნთების სისუსტე; – გახშირებული შარდვა, მათ შორის ღამის განმავლობაშიც, თირკმელის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის საშარდე გზების ანთება, გლუკოზა შარდში; – ლიბიდოს შემცირება, იმპოტენცია; – სახის შესუპება, ცხელება. იშვიათი: – ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ პარამეტრებში. თუ პაციენტს გამოუვლინდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, მაშინ კოლოსარ-დენკ 12.5-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას: მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ასევე სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხახის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება). ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია. პაციენტს შესაძლებელია დასჭრიდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter