იცით კონვულსოფინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კონვულსოფინის გვერდითი მოვლენებია: ცნს მხრივ: ტრემორი; იშვიათად – ქცევის შეცვლა, განწყობის, ან ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა (დეპრესია, დაღლილობის გრძნობა, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, ჰიპერაქტიური მდგომარეობა, ფსიქოზი, უჩვეული აგზნებადობა, მოძრაობითი აშლილობები და გაღიზიანებადობა) ატაქსია, თავბრუსხვევა, ძილად მივარდნა, თავის ტკივილი, ენცეფალოპათია, დიზართრია, ენურეზი, სტუპორი, ცნობიერების დარღვევა, კომა. გრძნობის ორგანოთა მხრივ: დიპლოპია, ნისტაგმი, თვალების წინ “წერტილების” ციმციმი, ცმენის დარღვევა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ანორექსია ან მადის მომატება, დიარეა, ჰეპატიტი; იშვიათად – შეკრულობა, პანკრეატიტი (შესაძლო ლეტალური გამოსავლით) მკურნალობის პირველი 6 თვის მანძილზე, უფრო ხშირად 2-12 კვირაზე. სისხლმბადი ორგანოების და ჰემოსტაზის სისტემის.მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ფიბრინოგენის შემცველობის, თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის შედედების უნარის დაქვეითება, რასაც თან ახლავს სისხლდენის დროის გახანგრძლივება, პეტექიალური სისხლჩაქცევები, სისხლნაჟღენთები, ჰემატომები, სისხლდენა და სხვა. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სხეულის მასის დაქვეითება ან მომატება. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკრეატინემია, ჰიპერამონიემია, ჰიპერგლიცინემია, ჰიპერბილირუბინემია, “ღვიძლის” ტრანსამინაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზის, აქტივობის უმნიშვნელო მატება (დოზადამოკიდებულია). ენდოკრინული სისტემის მხრივ: დისმენორეა, მეორადი ამენორეა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, გალაქტორეა. სხვა: პერიფერიული შეშუპებები, ალოპეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter