იცით კორდანუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორდანუმის გვერდითი მოვლენებია:  ხანდახან პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში აღინიშნება: დაღლილობა, თავბრუსხვევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, კოშმარული სიზმრები. ასევე ვითარდება გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, ძირითადად სუბიექტური ჩივილები, თავისთავად მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას, ან ქრება პრეპარატის დოზის შემცირებისას. მხოლოდ იშვიათად საჭირო ხდება პრეპარატის მოხსნა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, ატროიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობის პროგრესირება. ამგვარი სიმპტომები ხშირად აღინიშნება ავადმყოფებში გულის ფუნქციის დარღვევით. – ბრონქოსპაზმი აღინიშნება ავადმყოფებში მიდრეკილებით მის მიმართ. – შესაძლებელია სისუსტე და სიცივის შეგრძნება კიდურებში, კანის ეგზანთემების გაჩენა, იმპოტენცია ახალგაზრდა პირებში, ასევე ცრემლდენის შემცირება, რაც გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს. – ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება ნაწლავების გაუვალობა. აღწერილია ქოლესტაზური ჰეპატიტის ერთი შემთხვევა. – ცალკეულ ავადმყოფებში შესაძლებელია ფსორიაზის სიმპტომების გაძლიერება, ან ფსორიაზული გამონაყარის გაჩენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter