იცით კორინფარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორინფარის გვერდითი მოვლენებია: შარგამომყოფი სისტემა: მკურნალობის პირველ კვირაში შესაძლებელია გაიზარდოს გამოყოფილი შარდის რაოდენობა. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ნიფედიპინის მიღებამ შესაძლოა დროებით გააუარესოს თირკმლის ფუნქცია. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს `შეწყვეტის ფენომენი~, რაც გამოიხატება არტერიული წნევის მკვეთრი მომატებით (ჰიპერტონული კრიზი) ან გულის კუნთის სისხლმომარაგების შემცირებით (მიოკარდიუმის იშემია). მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია სტენოკარდიის შეტევების სიხშირის და ხანგრძლივობის გაზრდა. შესაძლებელია გამოვლინდეს ყურების დაგუბების შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, წვივების შეშუპება. სტენოკარდიის სიმპტომების (ტკივილი მკერდის უკან ან მკერდის მარცხენა მხარეს) გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. იგი გადაწყვეტს შეწყდეს თუ არა მკურნალობა. აღწერილია მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ცალკეული შემთხვევები.საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მკურნალობის დროს იშვიათად ვლინდება გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, კუჭის სისავსის შეგრძნება, ფაღარათი. ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები (ღვიძლშიდა ქოლესტაზი, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში), რომლებიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. აგრეთვე გამოვლინდა ალერგიული ჰეპატიტი.  ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად ვლინდება პრეპარატის მიღების შედეგად გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის ქავილი, ჭინჭრის ციება, ეკზანთემები, ექსფოლიაციური დერმატიტი. სხვა რეაქციები: ძირითადად მკურნალობის დასაწყისში ხშირად ვლინდება თავის ტკივილი, სახის და ტანის ზედა ნაწილის სიწითლე და წამოხურების შეგრძნება (ერითემა და ერითრომელალგია). ხანდახან ვლინდება ხელებში და ფეხებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზიები), თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით კი ხანდახმულ მამაკაცებში, პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება), რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სისხლის სურათის ცვლილება, მაგალითად ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპენია, თომბოციტოპენიური პურპურა. მოსალოდნელია სისლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. მაღალი დოზების მიღებისას ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს კუნთების ტკივილი (მიალგია), ხელის თითების კანკალი (ტრემორი), აგრეთვე მხედველობის გარდამავალი გაუარესება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ღრძილების ცვლილებელი (ღრძილების ჰიპერპლაზია), რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.  სიფრთხილით: ძალიან მაღალი არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზია) და თირკმლის შექცევადი უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც შემცირებულია სისხლის საერთო რაოდენობა (ჰიპოვოლემია), პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან ასეთ დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, რაც გამოწვეული იქნება სისხლძარღვების მკვეთრი გაფართოვებით (ვაზოდილატაცია). ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პირები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. გულის უკმარისობის შემთხვევაში დოზა უნდა შეირჩეს განსაკუთრებული სიფრთხილით.  ზეგავლენა მანქანების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატმა შესაძლებელია სხვადსახვანაირად დათრგუნოს რეაგირების უნარი ისეთ შემთხვევებში როგორიც არის მაგალითად ქუჩაზე გადასვლა, ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვა. ეს მოვლენა განსაკუთრებით გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში, დოზის მომატების ან ერთი პრეპარატის მეორით ჩანაცვლების დროს, აგრეთვე ალკოჰოლთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter