იცით კორიპრენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორიპრენის გვერდითი მოვლენებია: კორიპრენს ჩვეულებრივ კარგად იტანენ. იშვიათია: ეფექტები დაკავშირებული პრეპარატის სისხლძარღვების გამაფართოებელ თვისებასთან-პერიფერიული შეშუპებები, ჰიპერემია სახის არეში, არტერიალური წნევის შემცირება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ასთენია, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა. ძალზე იშვიათია: კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმში, დიარეა), ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზრდა (შექცევადი), პოლიურია, გამონაყარი კანზე, ძილიანობა, მიალგია, ღრძილების ჰიპერპლაზია. ხშირი: ეფექტები, რომლებსაც ადგილი აქვთ 1/100-დან 1/10-მდე. იშვიათი: ეფექტები, რომლებსაც ადგილი აქვთ 1/1000-დან 1/100-მდე. იმუნური სისტემის დარღვევა: იშვიათი – მომატებული მგრძნობელობა. ნერვული სისტემის დარღვევა: ხშირი – თავბრუსხვევა; იშვიათი – თავის ტკივილი. შიდა ყურის და ლაბირინთის დაზიანება: ხშირი – ვერტიგო, მათ შორის სხეულის მდებარეობის შეცვლის დროს. დარღვევები გულის მხრივ: იშვიათი – ტაქიკარდია. დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათი – სისხლ-ძარღვოვანი კოლაფსი*. დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდია და შუასაყარის მხრივ: ხშირი – ხველება; იშვიათი – ყელის სიმშრალე*. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათი – მუცლის ზედა არეში ტკივილი*, გულისრევა. დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედების მხრივ: იშვიათი – დერმატიტი* ერითემა* ტუჩების შეშუპება* ჭინჭრის ციება. დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და ცვლილება შემაერთებსლი ქსოვილის მხრივ: იშვიათი – ართრალგია. ცვლილებები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის სხვა ორგანოების მხრივ: იშვიათი – პოლიურია* პოლაკიურია*. ცვლილებები რეპროდუქციული სისტემებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: იშვიათი – ერექციული* დისფუნქცია. საერთო: იშვიათი – დაღლილობა. მდგომარეობის ცვლილება: იშვიათი – ასთენია.  ლაბორატორიული ცვლილებები: იშვიათი – ჰემოგლობინის შემცირება. *- ცვლილება შეიმჩნეოდა მხოლოდ 1 პაციენტში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter