იცით კო-ამლესას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კო-ამლესას გვერდითი მოვლენებია: მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.  თუ აღნიშნულიდან შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. • ალერგიული რეაქციების სიმპტომები, მაგ., როგორიცაა სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გართულება. • ძლიერი თავბრუსხვევა ან გულყრა. • აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა.  შემდეგში აღწერილია გვერდითი მოვლენები: გამოვლენის სიხშირის მიხედვით: • ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 მდე): თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა (მხედველობის გაორება), სისხლის დაბალი წნევით გამოწვეული გულყრა, შუილი ყურებში, სისხლის დაბალი წნევა, გახშირებული გულისცემა (ძალიან ჩქარი გულისცემა), სახეზე სიმხურველის შეგრძნება, ქოშინი, ხველა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  დარღვევა (ღებინება, მუცლის ტკივილი, ანორექსია, გულისრევა, მუცლის შებერილობა, გემოს დარღვევა, პირის სიმშრალე, ხასიათის დარღვევა ან ყლაპვის გართულება, ფაღარათი, ყაბზობა), კოლიკები, შეშუპება (ხელისა და ფეხის გულების შეშუპება), დაღლილობის შეგრძნება.  • არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 მდე): ალერგიული რეაქციები (მაგ., გამონაყარი ან კანის ქავილი), ხასიათის ცვლილება, ძილის დარღვევა, უძილობა, დეპრესია, კანკალი, ტკივილის შეგრძნება, გულყრა (გონების დროებითი დაკარგვა), სურდო (ცხვირის შეგუბება და სურდო), ბრონქული სპაზმი (მკერდის არეში სივიწროვის შეგრძნება, ხიხინი და ქოშინი), ნაწლავის ცვლილებები, ანგიონევროზული შეშუპება (სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გართულებას და სახის და ენის შეშუპებას), ჭინჭრის ცხელება, პურპურა (კანზე წითელი ლაქები), ჭარბი ოფლიანობა, თმისცვენა, კანის სიფერმკრთალე, გამონაყარი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თირკმელების დაავადება, ხშირი შარდვა (განსაკუთრებით ღამით), იმპოტენცია, გინეკომასტია, მკერდის არეში ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, წონაში მატება ან დაკლება. • ძალიან იშვიათად (შესაძლოა გამოვლინდეს 10, 000 პაციენტიდან 1 მდე): სისხლში შაქრის მაღალი დონე, გონების დაბინდვა, გულისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები  (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია, ინფარქტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახეობა), ღრძილების შეშუპება, მუცლის შებერვა (გასტრიტის), პერიფერიული ნეიროპათია (დაავადება, რასაც ახასიათებს მგრძნობელობის დაკარგვა, კუნთების ტკივილი და სპაზმი), კუნთების ტონუსის გაზრდა, კანის რთული დაავადებები, როგორიცაა ერითემა. თუ გახასიათებთ წითელი მგლურა (ე.წ. კოლაგენოზი), შესაძლოა მკურნალობის დროს აღინიშნოს ამ დაავადების გართულება. გამოვლინდა ფოტომგრძნობელობის რეაქციების მომატება (კანის გარეგანი ცვლილებები) მზის სხივების და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების მიმართ. • უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმის დარღვევები (პარკუჭისებრი პოლიმორფული ტაჰიკარდია). შესაძლოა აღინიშნოს სისხლის, თირკმელების, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ან ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები (სისხლის ანალიზის შედეგად). ექიმი მოითხოვს სისხლის ანალიზის ჩატარებას მდგომარეობის კონტროლის მიზნით. თუ პაციენტს აღენისნება ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის დაავადება) შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter