იცით კო დიროტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კო დიროტონის გვერდითი მოვლენებია: კლინიკურ კვლევებში მეტნაკლებად სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო გულის წასვლა (0,8%) და არტერიული ჰიპოტენზია (1,9%). მეტნაკლებად ხშირი გვერდითი რეაქციები იყო: თავბრუსხვევა ()7,5%), თავის ტკივილი (5,2%), ხველა (3,9%), დაღლილობა (3,7%) და ორთოსტაზული ეფექტები (3.2%).  გვერდითი რეაქციების განვითარების შედეგად მკურნალობა შეწყდა პაციენტების 4.4%-ში, ძირითადად თავბრუსხვევის, ხველის, დაღლილობის ან კუნთების კრუნჩხვების განვითარების გამო.  გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა კლინიკური კვლვების დროს ან პოსტმარკეტინგული გამოყენებისას იყო ანალოგიური ლიზინოპრილის და ჰიდროქლორთაიზიდის ადრე აღწერილი მოვლენებისა მათი ცალკეული გამოყენებისთვის არტერიული ჰიპერტენზიის დროს.  რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების გამოცდილება ორიგინალური პრეპარატით მკურნალობის დროს აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები: ჩასასმელია ცხრილი  *ხველა, გამოწვეული აგფ ინჰიბიტორებით ხასიათება როგორც მყარი, არაპროდუქციული, ქრება პრეპარატის მოხსნისას. ეს უნდა გაითვალსიწინონ ხველის დიფერენციული დიაგნოსტიკის ჩატარებისას.  **აღინიშნა ძალიან იშვიათი მოვლენები პაციენტებში, რომელბშიც ჰეპატიტის სახით არასასურელმა რეაქციამ გამოიწვია ღვიძლის უკმარისობა. პაციენტები, რომლებსაც ლიზინოპრილით/ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის ფონზე განვითარდა სიყვითლე “ღვიძლის” ფერმენტების მნიშვნელოვნაი მომატება უნდა შეწყვიტონ პრეპარატის კო-დიროტონი გამოყენება და უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება.  ***აღინიშნა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის ან/და ხორხის ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევები (იხ. პარაგრაფი <<უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას>>).  ****აღინიშნა სიმპტომოკომპლექსის განვითარება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგი სიმპტომებიდან ერთს ან რამდენიმეს: ცხელება, ვასკულიტი, მიალგია, ართრალგია/ართრიტი, დადებითი ანტინუკლეარული ანტისხეულები, ერითროციდტების დალექვის სისწრაფის (ედს) მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი, გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია ან სხვა დერმატოლოგიური მოვლენები.  *****აღინიშნა კრეატინინის დაშარდოვანას კონცენტრაციის უმნუშვნელო მომატება სისხლში. მოცემული მოვლენები ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. აღინიშნა ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მცირე დაქვეითება. აღინიშნა ძვლის ტვინის დათრგუნვა, რომელიც გამოვლნდა ანემიით ან/და თრომბოციტოპენიით. აღინიშნა ჰიპერ ან ჰიპოკალიემია და ჰიპონატრიემია. აღინიშნა <<ღვიძლის>> ფერმენტების ან/და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში, მაგრამ პრეპარატთან ლიზინოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი 10მგ/12,5მგ და 20მგ/12,5მგ-სთან კავშირი არ დადასტურდა.  აღინიშნა სინკოპეს და მკერდში ტკივილის განვითარების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ პრეპარატთან ლიზინოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი 10მგ/12,5მგ და 20მგ/12,5მგ-სთან კავშირი არ დადასტურდა. აღწერილია გინეკომასტიის და ნეიროპათიის განვითარების შემთხვევები აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე.  ცალკეული კომპონენტების მიღების ფონზე აღინიშნა სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განვითარდეს პრეპარატის კო-დიროტონი მიღებისას და მოიცავს შემდეგს: ჰიდროქლორთიაზიდი: ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, ყაბზობა, სიალოადენიტი, თავბრუსხვევა, ქსანტოფსია, აპლაზიური ანემია,  პურპურა, ფოტოსენსიბილიზაცია, ჭინჭრის ციება, რესპირატორული დისტრესს სინდრომი, პნევმონიის და ფილტვების შეშუპების ჩათვლით, გლუკოზურია, ელექტორლიტების ბალანსის დარღვევა, ჰიპონატრიემიის ჩათვლით, შფოთვა, მხედველობის ტრანზიტორული დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ინტერსტიციული ნეფრიტი.  ლიზინოპრილი: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, შესაძლოა გამოხატული არტეირული ჰიპოტენზიის შედეგად, მაღალი რისკის პაციენტებში, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში და საკვების გადამუშავების დარღვევა, ხასიათის ცვლილება, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა; როგორც აგფ სხვა ინიბიტორების მიღებისას აღინიშნა გემოვნების დარღვევა და ძილის დარღვევები; არის ცნობები ბრონქოსპაზმის, რინიტის, სინუსიტის, ალოპეციის, ჭინჭრის ციების, მომატებული ოფლიანობის, ქავილის, ფსორიქზის და კანის მძიმე დაზიანების შემთხვევებზე (პემფიგუსის, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და მულტიფორემული ერითემის ჩათვლით); აგრეთვე, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ჰიპონატრიემია, ოლიგურია, ანურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწავვე უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter