იცით კო-ირდას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კო-ირდას გვერდითი მოვლენებია:  ჩვეულებრივ, ირბესარტანის და ჰიდროქლოთიაზიდის კომბინაცია კარგად აიტანება. ძირითადად გვერდითი მოვლენები მსუბუქი და ტრანზიტორული იყო და არ საჭიროებდნენ მკურნალობის შეწყვეტას. პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში პაციენტებში ჰიპერტენზიით, გვერდითი მოვლენების განვითარების სიხიშირე ირბესარტან/ჰიდროქლოთიაზიდის და პლაცებო ჯგუფებში არ განსხვდებოდა. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, ირბესარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციური მკურნალობის შეწყვეტა, გვერდითი მოვლენების გამო საჭირო იყო მხოლოდ 3.6%-ში. ეს სიხშირე გაცილებით ნაკლები იყო (p=0.023), ვიდრე პლაცებოთი ნამკურნალევი პაციენტების 6.8%, რომლებმაც მკურნალობა შეწყვიტეს. ამ პლაცებო კონტროლირებულ კვლევებში, ირბესარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციური თერაპიისას შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა პაციენტებში >=1%-ში: ზოგადი: გულმკერდის ტკივილი 2%, სისუსტე 7%, გრიპი 3%; კარდიოვასკულარული: შეშუპება 1%, ტაქიკარდია 1%; საჭმლის-მონელება: მუცლის ტკივილი 2%, დისპეფსია/გულძმარვა 2%; გულისრევა / ღებინება 3%; იმუნოლოგია: ალერგია 1%; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი 7%; ნერვული სისტემა: თავბრუ 8%, ორთოსტაზული თავბრუ 1%; შარდგამომყოფი სისტემა: პათოლოგიური შარდვა 2%. შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა 1% სიხშირით ან მეტიმ თუმცა უფრო ხშირი იყო პლაცებო ჯგუფში: თავის ტკივილი, სინუსური დარღვევები, ხველა, ზედა სასუნთქი ინფექციები, ფარინგიტი, ფაღარათი, რინიტი, საშარდე გზების ინფექცია, გამონაყარი, შფოთვა/აღგზნებადობა და კუნთოვანი სპაზმები. შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნებოდა პოსტ-მარკეტინგულ კვლევებში: ჭინჭრის ციება; ანგიოედება (სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპების ჩათვლით). ჰიპერკალიემია აღინიშნებოდა იშვიათად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter