იცით კო-მირატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კო-მირატის გვერდითი მოვლენებია:  გვერდით მოვლენები სუსტადაა გამოხატული და გააჩნია გარდამავალი ხასიათი.  1% და მეტი სიხშირით აღინიშნებოდა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სინუსიტი, ფარინგიტი, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, ტკივილი ზურგის და მკერდის არეში, დიარეა, გულისრევა, რინიტი, დისპეფსია, შარდგამომყოფი გზების ინფექციები, ტკივილი მუცლის არეში, კიდურების ტკივილი, ბრონქიტი, ქოშინი, მხედველობის დარღვევა, ართრიტი, ქვედა კიდურების კუნთების კრუნჩხვები, იმპოტენცია, უძილობა. 1%-ზე ნაკლები სიხშირით აღინიშნებოდა შეშუპება, ასთენია და ძლიერი თავბრუსხვევა. ამ მოვლენების კო-მირატის გამოყენებასთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი და სხვა ალერგიული რეაქციები, შრატისმიერი დაავადების და ვასკულიტის ჩათვლით. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ლაბორატორიული მონაცემების მხრივ: ჰიპოკალემია, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის დონის მატება, ნეიტროპენია. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.  უკუჩვენება: –    მომატებული მგრძნობელობა კო-მირატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; –    ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი; –    ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი; –    ანურია, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ); –    ადეკვატური თერაპიის მიმართ რეფრაქტერული, კლინიკური გამოვლინებების მქონე ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია, ჰიპერკალცემია, ჰიპერურიკემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter