იცით კურანტილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კურანტილის გვერდითი მოვლენებია:  თერაპიული დოზების გამოყენების შემთხვევაში ჩვეულებრივ გვერდითი ეფექტები ძირითადად არ გამოიხატება და ისინი გარდამავალ ხასიათს ატარებს. შესაძლებელია ღებინების, დიარეის და ასევე ისეთი სიმპტომების წარმოქმნა, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი და მიალგია. ჩვეულებრის ეს ეფექტები კურანტილის ხანგრძლივი გამოყენებისას ქრება. პოტენციური სისხლძარღვთაგამაფართოებელი მოქმედების შედეგად კურანტილის მაღალი დოზებით შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია, წამოხურება და ტაქიკარდია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა ვაზიდილატატორებს. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რაც გამოიხატება კანზე გამონაყარითა და ურტიკარიის სახით. განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მომატებული სისხლდენა ქირურგიული ჩარევის დროს ან მის შემდეგ. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter