იცით ლაილენონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაილენონის გვერდითი მოვლენებია: კვლევების მიხედვით ეპლერენონის მიღებისას არასასურველი ეფექტების გამოვლენის საერთო სიხშირე მცირედ აღემატება პლაცებოს მიღებისას გამოვლენილი ეფექტების სიხშირეს. გვერდითი ეფექტების გამოვლენასთან დაკავშირებული პრეპარატის მიღების შეწყვეტის (ძირითადად ჰიპერკალემიის გამო) სიხშირე 8.7% – ია პაციენტებში რომლებიც იღებდნენ ეპლერენონს და 4% პლაცებოს მიღებისას. გვერდითი მოვლენები: ს ჩამონათვალი მოყვანილია სისტემების მიხედვით და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირე ნაწილდება შემდეგნაირად: ხშირი >1/100, <1/10; იშვიათი>1/1000, <1/100. სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები იშვიათად: ეოზინოფილია. მეტაბოლური დარღვევები ხშირად: ჰიპერკალემია, იშვიათად: ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია. ფსიქიკური დარღვევები იშვიათად: უძილობა. ინფექციები და ინვაზიები: ხშირად: გრიპოზული სინდრომი; იშვიათად: პიელონეფრიტი. ნერვული სისტემის დარღვევები ხშირად: თავბრუსხვევა, იშვიათად: თავის ტკივილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები ხშირად: არტერიული ჰიპოტენზია, იშვიათად: წინაგულების ფიბრილაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, ტაქიკარდია, ქვედა კიდურების არტერიების თრომბოზი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები ხშირად: დიარეა, გულისრევა. იშვიათად: მეტეორიზმი, ღებინება. თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის დარღვევები ხშირად: ალბუმინურია. სასქესო სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები იშვიათად: გინეკომასტია. ზოგადი დარღვევები იშვიათად: ასთენია, დაქვეითებული გუნება-განწყობა. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები იშვიათად: ჰიპერჰიდროზი, ქავილი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევები იშვიათად: წელის ტკივილი, კანჭის კუნთების კრამპი.  ლაბორატორიული ანალიზები იშვიათად: შარდოვანასა დაკრეატინინის მატება სისხლში. სამედიცინო პრაქტიკაში ფართო გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ანგიონევროზული შეშუპება და გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter