იცით ლევეტრიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევეტრიმის გვერდითი მოვლენებია: სასურველი მოვლენების გარდა, მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სახის გევრდითი ეფექტები, მაგ.: ყველაზე ხშირი მოვლენებია: თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა. სხვა გვერდითი მოვლენები: ჩამოთვლილია ქვემოთ: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა: თავბრუსხვევა, გულყრა, თავის ტკივილი, კუნთების მოჭარბებული მოძრაობა, კუნთების კონტროლის შემცირება, უნებლიე კანკალი, მეხსიერების დარღვევები (ამნეზიის ჩათვლით), ყურებში ხმაურის შეგრძნება (შემაწუხებელი), წონასწორობის დარღვევა, ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის შემცირება). მენტალური დარღვევები: აღელვება, უჩვეულო ქცევა, მტრობა ან აგრესიულობა, რისხვა, შფოთვა, გონების დაბინდვა, დეპრესია, ემოციური ლაბილურობა/ გუნება-განწყობის ცვალებადობა, ჰალუცინაციები, ფსიქოზური დარღვევები, მტრობა ან გაღიზიანებულობა, უძილობა, ნევროზი, პერსონალური დარღვევები (ქცევის პრობლემები), არანორმალური აზროვნება (შენელებული ფიქრი, კონცენტრაციის დარღვევა), სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობები. კანის დარღვევები: გამონაყარი, ეგზემა, სიწითლე და კანის ქავილი, თმის ცვენა. კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მოუნელებლობა, პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი (თვალის და კანის გაყვითლება, მუქი შარდი), ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. კვების დარღვევები: მადის დაკარგვა/ანორექსია, წონის მომატება ან დაკლება. ყურის დარღვევები: თავბრუსხვევა. მხედველობითი დაღვევები: გაორებული მხედველობა, ბუნდოვანი მხედველობა. სისხლის სისტემის დარღვევები: თრომბოციტების, წითელი და/ან თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება. სასუნთქი სისტემის დარღვევები: ხველა (არსებული ხველის გაუარესება). კუნთების დარღვევა: კუნთების ტკივილი. ინფექციები: ინფექციები, ფარინგიტი, ცხელება. ტრავმები: შემთხვევითი ტრავმებისადმი მიდრეკილება. გვერდითი მოვლენები: ძილიანობა, თავბრუ და დაღლილობა უფრო ხშირია მკურნალობის დასაწყისში და რეციდივები ხდება დოზების ზრდის შემდეგ. თუ პაციენტი შენიშნავს რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში ან თუ პაციენტის ზოგად მგრძნობელობაში შეინიშნება ცვლილება, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.   გვერდითი მოვლენები: და წამლის ურთიერთქმედება ბავშვებში და ჩვილებში: მშობელმა უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის და ასევე, ბავშვის მიერ მიღებულ სხვა მედიკამენტის მიღების შესახებ! სიფრთხილის ზომები: ეს სამკურნალო საშუალება არ მიიღება ალკოჰოლთან ერთად. ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობის სრული კურსი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, დაუშვებელია პრეპარატის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პრეპარატი არ მიიღება იმ შემთხვევაში თუ პაციენტი მგრძნობიარეა ნებისმიერი ტიპის საკვების ან სამკურნალო საშუალების მიმართ, მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული სამკურნალო საშუალებით მირება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. იმ დროის განმავლობაში, რაც პრეპარატი გამოიყენება, ნამკურნალებ ბავშვებში არ გამოვლენილა რაიმე ზეგავლენა ზრდაზე და პუბერტაციაზე. თუმცა სამკურნალო საშუალების ხანგრძლივად გამოყენების შედეგები უცნობია. თუ მკურნალობის დროს შეტევები ხშირად ვითარდება პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, ექიმის ინსტრუქციებთან შესაბამისად. ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) მიღებამ შეიძლება გაზარდოს სუიციდური ქმედებები ან აზრები. განსაკუთრებული სიფრთხილის გამახვილება არის საჭირო ნიშნებზე, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს სუიციდის რისკზე: საუბარი ან ფიქრი საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენების შესახებ, ინტროვერსია და ოჯახისა და მეგობრებისგან დაშორება, დეპრესიაში ჩავარდნა ან დეპრესიის დამძიმება, ფიქრი სიკვდილის შესახებ, ქონებაზე უარის თქმა ან საკუთრების გაცემა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter