იცით ლევო-დენკი 250-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევო-დენკის 250 გვერდითი მოვლენებია: ზოგადად – დიარეა, გულის რევა – ღვიძლის ენზიმების დონის მომატება (მაგ. ALT, AST, alkaline phosphatase, GGT) არა ზოგადად  – სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), ძირითად სისხლის უჯრედებში მომატება (ეოზინოფილია).  – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა – თავბრუსხვევა – ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გაზების დაგროვება – კრეატინინის მომატება სისხლში (თირკმელების ფუნქციის მოშლის მაჩვენებელი) – ქავილი – ანორექსია  – სოკოვანი ინფექციები და ლევოფლოქსაცინიზე რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია  – ზოგადი სისუსტე  – ბილირუბინის დონის მომატება (ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მაჩვენებელი)  – უძილობა, ნევული აღზებულობა  იშვიათად  – გახშირებული გულისცემა  – ტრომბოციდების შემცირება სისხლში (თრომბოციტოპენია), რაც შესაძლოა ასოცირებულ იყოს სისხლჩაქცევაზე ან სისხლდენაზე მიდრეკილების მომატებასთან; ძირითადად თეთრი სისხლის უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია);  – კრუნჩხვები, კანკალი, პარესთეზია როგორიც არის დაბუჯების შეგრძნება ხელებში – ბრონქიალური შეკუმშვა, გადატვირთული სუნთქვა  – სისხლიანი დიარეა, რც ძალიან იშვიათად შესალოა ნაწლავის ანთების ან ფსევდომემბრანული კოლიტის მაჩვენებელი იყოს (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”) – კრუპი  – მყესების გაღიზიანება (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”), ტკივილი სახსარში და კუნთებში  – სისხლის წნევის დაცემა – ფსიქიური აშლილობა, დეპრესია, მოუსვენრობის შეგრძნება, აჟიტირებულობა, აღზნებულობა  ძალიან იშვიათად  – სისხლში ძირითადი თეთრი უჯრედებისა დიდი რაოდენობით შემცირება (აგრანულოციტოზი) რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს მძიმე პათოლოგიურ სიმპტომებთან (მდგრადი და რეციდიული ცხელება, ანგინა და მომატებული უკმარისობა).  – ნერვის დაზიანება (,აგ. შეხების შეზღუდული შეგრძნება, პარალიზების სიმპტომი), გემოს შეგრძნების დაქვეითება, ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა – გაუარესებული მხედველობა  – გაუარესებული სმენადობა  – ფილტვების ალერგიული რეაქცია (ალერგიუი პნეუმონია)  – გამწვავებული თირკმელის ფუნქციის დარღვევა მაგ. გამოწვეული თირკმელის ალერგიული რეაქციებით (შუალედური ნეფრიტი) – კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება, მაგ. სახის და ყელის (ანგიოდემა), კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივებზე და ულტრაიისფერ სხივებზე – მყესის გაწყვეტა (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”). ეს გვერდითი მოვლენა შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და შესაძლოა იყოს ორმხრივი. კუნთოვანი სისუსტე რაც შესაძლოა იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის პაციენტებისთვის რომელთაც აქვთ მიასტენია (იშვიათი ნერვული სისტემის აშლილობა).  – სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია), განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებში (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”). ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შესაძლოა იყოს: მოუთმენელი შიმშილის გრძნობა, ნერვული გაღიზიანება, ოფლიანობა, კანკალი.  – ცხელება – ანაფილაქტიკური შოკი (სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”)), ანაფილაქტიკური და მსგავსი ჰიპერმგრძნობელური რეაქცია ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს საწყისი დოზის შემდეგ.  – ღვიძლის ანთება  – ფსიქოტური რეაქცია, საკუთარი თავის საფრთხის ქვეშ დაყენების საქციელით და თვითმკველობაზე ფიქრით (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”);  ჰალუცინაციები (ცრუ აღქმა).  უცნობი სიხშირე  – Qთ ინტერვალის ხანგრძლივობა (შეცვლილი კარდიალური მოქმედება, (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”).  – ყველა ტიპის სისხლის უჯრედის შემცირებული ოდენობა (პანციტოპენია); წითელი სისხლის უჯრედების შემცირება სისხლის უჯრედების დესტრუქციის ხარჯზე (ჰემოლიტიკური ანემია);  – ყურებში ზარი – კანისა და ლორწოვანი გარსის მწვავე რეაქცია, მათ შორის ბუშტუკები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, სტივენს – ჯონსონის სინდრომი, ერითემა), გაძლიერებული ოფლიანობა  – კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი) – ტკივილი (მათ შორის წელის, მკერდის და კიდურების ტკივილი) – ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები  – სიყვითლე და ღვიძლის ძლიერი დაზიანება, მათ შორის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ღვიძლის დაშავება იქნა დაფიქსირებული ლევოფლოხაცინთან ასოციაციაში (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”) განსაკუთრებით მწვავე დაავადებით დაავადებულ პაციენტებში (მაგ. სისხლის მოწამვლა).  შენიშვნა  კანის და ლორწოვანი გარსის რეაქციები შესაძლოა ზოგჯერ გაჩნდეს საწყისი დოზის მიღებიდანვე.  სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც ასოცირებულ იქნა ფლუროქინოლონის მიღებასთან: – მოძრაობისა და კუნთოვანი კოორდინაციის დარღვევა;  – წვრილ სისხლძარღვთა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი);  – პორფირიის შემოტევები პაციენტებში რომელთაც მანამდეც სჭირდათ პრრფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლისტური დაავადება).  თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან თუ თქვენ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი ეფექტის არსებობას, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში არ არის მოცემული, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ გვერდითი ეფექტი უეცრად გამოჩნდება ან სწრაფად გაუარესდება, მაგალითად ფსევდომემბრანული კოლიტი, სისხლში რაიმე სახის ცვლილებები, მწვავე ანაფილაქტიკური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, ღვიძლის მწვავე დაზიანება და კანის ცვლილებები, რაც შესაძლოს სიცოცხლისთვის იყოს საშიშროების შემქმნელი. აღნიშნულ შემთხვევაში არ მიიღოთ მედიკამენტი სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter