იცით ლექსოტანილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლექსოტანილის გვერდითი მოვლენებია: მოთენთილობა, ძილიანობა, კუნთების სისუსტე, ყურადღების დაქვეითება, მეტყველების შეფერხება, გონების დაბინდვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ატაქსია და დიპლოპია. აღნიშნული მოვლენები ძირითადად ვითარდება მკურნალობის დასაწყისში, რომლებიც პრეპარატის მიღების შემთხვევეაში მალევე ქრება. ზოგიერთ შემთხვევებში ადგილი აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ცვლილებებს, ლიბიდოს დაქვეითებას და კანის რეაქციებს. მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ანტეროგრადული ამნეზიის განვითარება, რომლის რისკი ძლიერდება პრეპარატის მაღალი დოზებით მიღების დროს და რომელსაც თან ერთვის არაადექვატური ქცევა. ბენზოდიაზეპინების მიღების დროს შესაძლებელია ადრე არსებული ფარული დეპრესიის გამოვლინება. ბენზოდიაზეპინების და მისი მსგავსი სამკურნალო საშუალებების მიღებას თან ახლავს პარადოქსური რეაქციები შფოთვის, აგზნების, გაღიზიანების, აგრესიის, ბოდვის, გააფრთების, კოშმარული სიზმრების, ჰალუცინაციების, ფსიქოზების, არაადექვატური ქცევის და სხვა ანომალური ქცევითი რეაქციების სახით, რომლის დოსაც საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. აღნიშნულ რეაქციებს  უფრო მეტად ადგილი აქვს ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში. ლექსოტანის ხანგრძლივი გამოყენებით შესაძლებელია წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარება, ხოლო პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა იწვევს აბსტინენციის სინდრომს და რებოუნდ-სინდრომს. შესაძლებელია აგრეთვე ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარება. აღწერილია ბენზოდიაზეპინური ნარკომანიის შემთხვევები. სიფრთხილე: დამოკიდებულება: ბენზოდიაზეპინების და მისი მსგავსი პრეპარატების გამოყენებით ვითარდება მათ მიმართ  ფიზიკური და ფსიქიური დამოკიდებულება, აღნიშნული დამოკიდებულების რისკი იზრდება პრეპარატის მაღალი დოზებით მიღების და მკურნალობის გახანგრძლივების შემთხვევაში. იგი აგრეთვე იზრდება იმ ავადმყოფებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლურ სასმელებს და სამკურნალო პრეპარატებს. მოხსნა: პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის დროს, საჭიროა  დოზის თანდათანობით შემცირება და არ შეიძლება მისი მიღების სწრაფად შეწყვეტა, რადგან ამ დროს ადგილი აქვს მოხსნის ფენომენის განვითარებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავისა და კუნთების ტკივილი, მკვეთრად გამოხატული განგაშის შეგრძნება, დაძაბულობა, გონების დაბინდვა და გაღიზიანება. მძიმე შემთხვევებში ვითარდება შემდეგი სიმპტომები: დერეალიზაცია,  დეპერსონალიზაცია, ჰიპერაკუზია, დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, შუქის და ხმის მიმართ, აგრეთვე ტაქტილური მომატებული მგრძნობელობა, ჰალუცინაციები და ეპილეფსიური გულყრები.“ღებოუნდ-განგაში”-ტრანზიტორული სინდრომია, რომელიც ვითარდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ და რომლის სიმპტომები ლექსოტანის დანიშვნის აუცილებლობის შესახებ შედარებით უფრო მკვეთრი ფორმით ვლინდება. აღნიშნულ რეაქციებს მიეკუთვნება ქცევის ცვლილება, ძილის დარღვევა, მოუსვენრად ყოფნა. რადგან “ღებოუნდ-სინდრომის განვითარების რისკი მაღალია პრეპარატის მკვეთრად მოხსნის დროს, რეკომენდებულია ლექსოტანის დოზის შემცირება თანდათან. მოხსნის ფენომენი შეიძლება განვითარდეს ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ერთი პრეპარატიდან ამავე ჯგუფის სხვა პრეპარატზე გადასვლის დროს, რომელიც ხასიათდება შედარებით ხანმოკლე ნახევრად გამოყოფის პერიოდით. ამნეზია: ბენზოდიაზეპინები იწვევენ ანტეროგრადულ ამნეზიას. რომელიც ვითარდება პრეპარატის თერაპიული დიაპაზონის ზედა ზღვართან ახლოს მყოფი დოზებით გამოყენებისას, (დოკუმენტირებულია 6მგ ბრომაზეპამის დოზისათვის); პრეპარატის შედარებით უფრო მაღალ დოზებში გამოყენებისას ამნეზიის განვითარების რისკი იზრდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter