იცით ლიბექსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიბექსინის გვერდითი მოვლენებია: ობიექტური გვერდითი მოვლენები პრეპარატის მიღებისას (ღვიძლისა და თირკმელების, ასევე სისხლმბადი ორგანოების მხრივ) არ აღინიშნება. პრეპარატის მიღების შემდეგ გასტროინტესტინური სახის ჩივილები (კუჭის არეში ტკივილი, ყაბზობისადმი მიდრეკილება) აღენიშნება პაციენტების დაახლოებით 10%-ს, თუმცა ყველა ჩივილი დიეტის შემდეგ ქრება. იშვიათად საჭიროა სუსტი მოქმედების საფაღარათო საშუალების მიღება. პრეპარატის მაღალ დოზებში გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სუსტად გამოხატუ-ლი სედატიური ეფექტი და/ან გადაღლილობა. ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ვითარდება პრეპარატის მაღალ დოზებში მიღების შემთხვევაში, რომლებიც მისი შეწყვეტიდან რამოდენი¬მე საათის შემდეგ ქრება. იშვიათად აღინიშნება პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter