იცით ლიბიგრანი™ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიბიგრანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები,ზოგადად არ არის მძიმე და გარდამავალი ხასიათი აქვს. კვლევებში ფიქსირებული დოზებით არასასურველი მოვლენების სიხშირე იზრდებოდა დოზის მატებასთან ერთად.კლინიკური კვლევების დროს აღინიშნებოდა ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენები: საერთო: სახის შეშუპება, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, შოკი,ასთენია, ტკივილი,შეციება, მუცლის ტკივილი,ალერგიული რეაქციები, მკერდში ტკივილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სტენოკარდია,ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა,შაკიკი,გულყრა,ტაქიკარდია,გულის ცემა, არტერიული ჰიპოტენზია,ორთოსტატიური ჰიპოტენზია, მიოკარდის იშემია,ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზი, გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე,კარდიომიოპათია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება,გლოსიტი,კოლიტი,დისფაგია,გასტრიტი, გასტროენტერიტი, ეზოფაგიტი, სტომატიტი,სიმშრალე პირის ღრუში,ღვიძლის ფუნქციონალური სინჯის ცვლილება, რექტალური სისხლდენა, გინგივიტი სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან: ანემია,ლეიკოპენია ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: წყურვილის გრძნობა, შეშუპება, პოდაგრა, ლაბილური დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, პერიფერიული შეშუპება, ჰიპერურიკემია, ჰიპოგლიკემიური რეაქციები, ჰიპერნატრიემია. საყრდენ მამოძრავებელი სისტემის მხრიდან: ართრიტი,ართროზი,მიალგია, მყესების გაწყვეტა, ტენდოსინობიტი,სახსრების ტკივილი,მიასტენია,სინოვიტი, ნერვული სისტემის მხრიდან: ატაქსია, ჰიპერტონუსი, ნევრალგია, ნეიროპათია, პაერესთეზია, ტრემორი, თავბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა, ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, რეფლექსების დაქვეითება, ჰიპერესთეზია სასუნთქი სისტემის მხრიდან: ბრონქული ასთმა, დისპნოე, ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ნახველის რაოდენობის გაზრდა, ხველის გაძლიერება. კანის საფარის მხრივ: ჭინჭრის ციება, უბრალო ჰერპესი, ქავილი, ოფლიანობა, კანის დახაზვა, კონტაქტური დერმატიტი,ექსფოლიატური დერმატიტი. გრძნობის ორგანოების მხრივ: მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის მხედველობის დარღვევა,(ფერთა აღქმის ცვლილება,მხედველობის დაბინდვა,სინათლისადმი მგძნობელობის გაზრდა)მიდრეაზი,კონიუქტივიტი, სინათლის შიში, შუილი ყურებში, სმენის დაკარგვა, თვალის ტკივილი, თვალის კაკლის სისხლჩაქცევა,კატარაქტა და თვალის სიმშრალე შარდსასქესო სისტემის მხრიდან: ცისტიტი, ნიქტურია,შარდის გამოყოფის გახშირება, მკერდის ჯირკვლების ზრდა, შარდის შეუკავებლობა, ეაკულაციის მოშლა, სასქესო ორგანოების შეშუპება, ანორგაზმი. მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter