იცით ლიზინოპრილი გრინდექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიზინოპრილი გრინდექსის გვერდითი მოვლენებია: ზოგადი: მომატებული დაღლილობა, ასთენია, ცხელება, კანის შეწითლება, ანაფილაქსიური რეაქციები, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, მიალგია, ართრალგია, ვასკულიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტ. წნევის დაქვეითება, არითმია, ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდია, იშვიათად – ორთოსტატური ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ტრანზიტორული იშემია და ინსულტი, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა. შარდ-სასქესო სისტემა: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ოლიგურია, ანურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ურემია, პროტეინურია. სასუნთქი სისტემა: მშრალი ხველა, ლარინგო-ფარინგიტი, ხმის შეცვლა, ბრონქიტი, იშვიათად – დისპნოე, სინუსიტი, რინიტი, ბრონქოსპაზმი/ ასთმა, ფილტვის ინფილტრატი, სტომატიტი, გლოსიტი, პირის სიმშრალე, ზოგ შემთხვევაში – ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული ალვეოლიტი. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ზოგ შემთხვევაში – გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, იშვიათად – ღებინება, მადის დაქვეითება, ფაღარათი, ყაბზობა. იშვიათ შემთხვევაში – ჰეპატოცელულური ან ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ნაწლავური ობსტრუქცია. კანი: იშვიათად – ჭინჭრის ციება, ქავილი, სახის, ტუჩის და/ან კიდურების ანგიონევროზული შეშუპება. ზოგ შემთხვევაში აღწერილია კანის მძიმე დაზიანება – (პემფიგუსი, erythema multiforme, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. აღწერილია ალოპეციის, ფოტოსენსიბილიზაციის, გაძლიერებული ოფლიანობის, ონიქოლიზის და რეინოს სინდრომის გამწვავების შემთხვევები. ნერვული სისტემა: თავის ტკივილი და დაღლილობა, იშვიათად – ძილიანობა, დეპრესია, ძილის დარღვევები, პოტენციის დაქვეითება, წონასწორობის დარღვევა, პარესთეზიები, კუნთების შეკუმშვები, ხასიათის ცვალებადობა, დაბნეულობა, შუილი ყურებში, მხედველობის დარღვევა, გემოვნების ცვალებადობა და დროებითი დაკარგვა. სისხლმბადი სისტემა: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, ანემია (ჰემოგლობინის დაქვეითება, ერითროციტოპენია). ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება, იშვიათად – “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოაღნიშნული ან სხვა სიმპტომი – მიიღეთ ექიმის კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი Mმიღების შესახებ!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter