იცით ლინდინეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლინდინეტის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი ეფექტები ვარაუდობენ, რომ პრეპარატის მიღების პირველი ციკლის დროს ქალების 10-30%-ში შესაძლებელია ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლენა როგორიცაა სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, დისკომფორტის შეგრძნება და ხაჭოსებრი გამონადენი. ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი ხასიათისაა 2-4 ციკლის განმავლობაში.  ხშირად ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, აღინიშნება შემდეგი გვერდითი ეფექტები: ვაგინიტი, სითხის შეკავება, ხასიათის ცვლილება, თავის ტკივილი, გულსირევა, ღებინება, აკნე, მენსტრუალური ციკლის ცვლილება, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და სხეულის წონის ცვლილება.  პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება დაკავშირებულია შემდეგი მდგომარეობების განვითარების მომატებულ რისკთან: – არტერიული და ვენური თრომბოზული და თრომბოემბოლიური გართულებები, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ვენების და ფილტვის არტერიის თრომბოზის ჩათვლით.  – საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელიარული ნეოპლაზია და საშვილოსნოს ყელის კიბო.  – სარძევე ჯირკვლის კიბო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter