იცით ლიპოფუნდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიპოფუნდინის გვერდითი მოვლენებია: – იშვიათად ადგილი აქვს მწვავე რეაქციებს, ქოშინის, ციანოზის, ალერგიული რეაქციების, ჰიპერლიპიდემიის სახით. შესაძლებელია აგრეთვე, – ჰიპერგლიკემია, ჰიპერკოაგულაცია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ჰიპერთერმია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, გაძლიერებული ოფლდენა, შემცივნება, ძილიანობა, ლიპიდების ინფუზიის დროს შესაძლებელია ტკივილი მკერდის ძვლის და წელის არეში. ამ დროს აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა და აღნიშნული სიმპტომების გაქრობის და შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების ნორმალიზების შემდეგ, შესაძლებელია ინფუზიის გაგრძელება ნაკლები სიჩქარით და/ან შედარებით ნაკლები დოზით. აღნიშნულ სიტუაციებში საჭიროა პაციენტებზე სისტემატური მონიტორინგის ჩატარება, განსაკუთრებით საწყის სტადიაში და შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის კონტროლი. პაციენტებში ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევაზე ეჭვის დროს, ჰიპერლიპიდემიის გამორიცხვის მიზნით (შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტი და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი), საჭიროა შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოზე. პაციენტებში ჰიპერლიპიდემიის არსებობისას უზმოზე, ცხიმოვანი ემულსიების დანიშვნა ნებადართული არ არის. ჰიპერლიპიდემია (შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტი და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი), ლიპიდების ინფუზიიდან 12 სთ-ის შემდეგ, მეტყველებს ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევის პროცესზე. შენიშვნა: პრეპარატის შეყვანით გამოწვეული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის მიერ მკურნალი ექიმის ინფორმირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter