იცით ლირიკას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლირიკას გვერდითი მოვლენებია: 9000-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებული კლინიკური კვლევებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანზე მეტში, არის შემდეგი: – თავბრუსხვევა, სისუსტე. აღნიშნული გვერდითი მოვლენები უპირატესად არის იოლი ან საშულოდ გამოხატული ხშირი გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანზე მეტში, არის შემდეგი: – მადის მომატება – ეიფორია, დაბნეულობა, სექსუალური გუნება-განწყობის შეცვლა, გაღიზიანებადობა.  – ყურადღების დარღვევები, ინერტულობა, მეხსიერების დარღვევები, ტრემორი, მეტყველების დარღვევები, ჩხვლეტის შეგრძნება. – მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია. – ვერტიგო; – პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება, მეტეორიზმი; – ერექციის დარღვევევბი; – კიდურების შეშუპება, სიარულის პათოლოგიური სტილი. – წონაში მომატება. იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანზე მეტში, არის შემდეგი: – მადის დაქვეითება; – შემეცნების ცვლილებები, დაღლილობა, დეპრესია, აჟიტირება, გუნება-განწყობის ცვლილებები, უძილობის გაძლიერება, ჰალუცინაციები, პათოლოგიური ძილი, პანიკური შეტევები, აპათია; – სტუპორი, განსჯის უნარის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ბიძგისებური მოძრაობები, რეფლექსების შესუსტება, მომატებული აქტივობა, თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, მგრძნობიარე კანი, გემოვნების დაკარგვა, წვის შეგრძნება, ტრემორი მოძრაობისას, სინკოპე; – თვალის სიმშრალე, თვალის შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის სისველე; – გაძლირებული გულისცემა; – ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება. – სუნთქვის გაძნელება, ცხვირის სიმშრალე. – გაძლირებეული ნერწყვის დენა, გულძმარვა, მიმიკური კუნთების გაშეშება. – ოფლიანობა, გამონაყარი. – კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, კუნთების ტრემორი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, წელის ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთების რიგიდობა. – მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა, შეუკავებლობა, შარდის შემცირებული მოცულობა.  – სისუსტე, წყურვილი, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში. უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში, არის შემდეგი: – დაბალი წნევა, ხელებისა და ფეხების გაციება, მაღალი წნევა; – ხველა, ცხვირის გაჭედვა; – კუნთების დაზიანება; – მკერდის ტკივილი, მენსტრუალური დარღვევები; – შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში; – ხმაურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; – გულის რითმის დარღვევები; თუ პაციენტს გამოუვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ამ ჩანართში ჩამოთვლილი, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter