იცით ლოდიგრელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოდიგრელის გვერდითი მოვლენებია: ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატმა, ლოდიგრელმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება, თუმცა ისინი არ ვლინდებიან ყველა პაციენტში. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: – ცხელება, ინფექციის ან უჩვეულო გადაღლის ნიშნები, რაც შეიძლება იყოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის იშვიათი შემცირების შედეგი; – ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები, მაგალითად, კანქვეშა სისხლჩაქცევებით (წვრილი წითელი წერტილების სახით) და/ან დაბინდული გონებით მიმდინარე ან მათ გარეშე მიმდინარე კანის და/ან სკლერის გაყვითლება (სიყვითლე) (იხ. ნაწ.,,პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს’’). – პირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცვლილებები კანის მხრიდან, მაგალითად, გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკების განვითარება კანზე; ეს ასევე შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები. პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი არის სისხლდენა (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში). სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს კუჭიდან ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სახით, სილურჯეების განვითარებით, ჰემატომით (ჩვეულებრივ სისხლჩაქცევა ან კანქვეშა სილურჯე), სისხლდენა ცხვირიდან, შარდში სისხლის გაჩენით. იშვიათ შემთხვევაში აღწერილია სისხლჩაქცევა თვალში, ქალაშიდა სისხლჩაქცევა, სისხლდენა ფილტვში ან სახსრების მიმდებარე არეში. თუ პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას წარმოგექმნათ ხანგრძლივი სისხლდენა ჭრილობის ან დაზიანების არსებობისას სისხლის შესაჩერებლად საჭიროა უფრო ხანგრძლივი დრო, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს დაკავშირებულია თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის მოქმედების მექანიზმთან, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ჩვეულებრივ, უმნიშვნელო ჭრილობის ან დაზიანების დროს, მაგალითად, პარსვის დროს, ეს არ წარმოადგენს საშიშროებას. თუმცა, თუ თქვენ გაღელვებთ სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (იხ ნაწ.,,პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს’’). პრეპარატი ლოდიგრელის გამოყენებისას განვითარებული სხვა გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ. ხშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): დიარეა, მუცლის ტკივილი, მოუნელებლობა, გულძმარვა. არახშირად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, კუჭში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების დაგროვება, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, შეხების გრძნობის შეცვლა. იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10000-დან 1-10 პაციენტში): სისტემური თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიყვითლე, ზურგის ტკივილით ან მის გარეშე მიმდინარე მუცლის ძლიერი ტკივილი, ცხელება, ზოგჯერ, ხველებით მიმდინარე სუნთქვის გართულება, ზოგადი ალერგიული რეაქციები, პირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, კანზე ბუშტების განვითარება, ალერგია კანის მხრიდან, პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), არტერიული წნევის დაწევა, არეული გონება, ჰალუცინაციები, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, გემოვნების შეგრძნების დარღვევა. გარდა ამისა, ანალიზების შედეგების მიხედვით, ექიმმა შეიძლება გამოავლინოს ცვლილებები სისხლში და შარდში. მძიმე გვერდითი ეფექტების ან ისეთი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter