იცით ლოდოზს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოდოზის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება  პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი ეფექტები აღწერილია 10%-ზე ნაკლებ შემთხვევებში.  მათ მიეკუთვნება: კიდურების გაბუჟების და სიცივის შეგრძნება; ძილის დარღვევა, დეპრესია; გულის რევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა; ჰიპერტრიგლიცერიდემია და ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, ჰიპერურიკაციდემია, წყალ-ელექტროლიტური მდგომარეობის დარღვევა, მეტაბოლური ალკალოზი; კუნთების სისუსტე და კრუნჩხვები; ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკალური გამტარობის დარღვევა, გულის ქრონიკული უკმარისობის მიმდინარეობის გამწვავება, ორთოსტატული ჰიპოტენზია; ბრონქოსპაზმი პაციენტებში ბრონქიალური ასტმით ან ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქო-პულმონული დაავადებებით ანამნეზში; სისხლის პლაზმაში კრეატინინის და შარდოვანას დონის შექცევადი მომატება; ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონეები: ასპარაგინტრანსფერაზა და ალანინტრანსფერაზა, ჰეპატიტი, სიყვითლე; იმპოტენცია; სმენის დარღვევა, ალერგიული რინიტი; საცრემლე ჯირკვლების პროდუქციის დაქვეითება (გასათვალისწინებელია პაციენტებისათვის, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს), მხედველობის დარღვევა; ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გაამწვავონ ფსორიაზის მიმდინარეობა ან გამოიწვიონ ფზორიაზის მაგვარი გამონაყარი, ალოცეპია. ასევე შესაძლებელია: დაღლილობა, დაქანცულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, რაც შეიძლება გაჩნდეს მკურნალობის დასაწყისში და ჩვეულებრივ გაიროს მკურნალობის პირველი ან მეორე კვირის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter